გამოქვეყნდა Insurgency Sandstorm-ის სათამაშო პროცესის კადრები და ბეტა-ტესტირების ჩატარების თარიღი

31 ნახვები

კომპანია Focus Home Interactive-მა სროლების ჟანრის თამაშის Insurgency Sandstorm-ის ოთხ წუთიანი სათამაშო პროცესი და მისი ბეტა-ტესტირების დაწყების თარიღი გამოაქვეყნა.

მათთვის ვინც თამაშს წინასწარ შეისყიდის ბეტა-ტესტირების პირველი ეტაპი 9-დან 13 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ტესტირებაში ხელმისაწვდომი იქნება 3 რუკა და ოთხი სათამაშო რეჟიმი — Firefight, Push, Checkpoint და Skirmish. მეორე ეტაპი კი 30 აგვისტოს დაიწყება და ამ ეტაპზე უკვე თამაშის სრული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. შემქმნელები ტესტერებს ყველანაირი შეზღუდვებისაგან ანთავისუფლებენ რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თამაშის პროცესი პირდაპირ ეთერში გაუშვან და საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ.

რაც შეეხება ტრეილერს, მასზე წარმოდგენილი თამაში გახლავთ ალფა სტადიაში მყოფი, ასე რომ საბოლოო ვერსიაში შესაძლოა თამაშმა სხვა და სხვა დეტალებში და შესაძლოა ინტერფეისშიც ცვლილება განიცადოს. Insurgency Sandstorm გახლავთ თამაშის პირველი ნაწილის Insurgency-ის პირდაპირი გაგრძელება.

თამაში გამოდის 2018 წლის სექტემბრის თვეში, PC პლატფორმაზე, ხოლო კონსოლური პლატფორმები Xbox One და PS4 თამაშს 2019 წელს მიიღებენ.