გამოქვეყნდა COD Black Ops 4-ის სისტემური მოთხოვნილებები ბეტა ტესტირებისათვის

53 ნახვები

როგორც იცით კომპანია Treyarch-მა, რომელიც გახლავთ Call of Duty: Black Ops-ის სერიების შემქმნელი, ცოტა ხნის წინ თამაშის ახალი სერიის Black Ops 4-ის ახალი რეჟიმის Blackout-ის სათამაშო პროცესის პირველი ტრეილერი გვიჩვენა, რომელიც თამაშის დახურულ ბეტა ტესტირებაზე იყო მიძღვნილი. ამჯერად კი შემქმნელებმა თამაშის PC ვერსიის სისტემური მოთხოვნილებები წარმოგვიდგინეს რომელიც გახლავთ ბეტა-ტესტირებისათვის განკუთვნილი. თამაშის დასრულებულ ვერსიაში კი შესაძლოა მან ცვლილებები განიცადოს.

თამაშის დახურულ ტესტირებას 3 აგვისტოს პირველი PS4 გახსნის, რომელიც 6 აგვისტომდე გასტანს, Xbox One-ზე 10-დან 13 რიცხვამდე, ხოლო PC პლატფრომაზე კი 11-დან 13 აგვისტომდე. ტესტირების რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება: 10 განსხვავებული სპეციალისტი, 6 სათამაშო რუკა და 6 სათამაშო რეჟიმი: Team Deathmatch, Domination, Hardpoint, Kill Confirmed, Search & Destroy, Control.

თამაშის სისტემური მოთხოვნილებები კი ასე გამოიყურება

მინიმალური:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i5 2500k ან AMD
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GeForce GTX 660 / 1050 ან AMD Radeon HD 7850

რეკომენდირებული:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i7 4770k ან AMD
  • ოპერატიული მეხსიერება: 12 გბ
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GeForce GTX 970 / 1060 ან AMD Radeon R9 390 / AMD RX 580.

თამაში გამოდის 2018 წლის 12 ოქტომბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.