გამოქვეყნდა ფილმ ტერმინატორის პირველი კადრი

66 ნახვები

კინოკომპანია Paramount Pictures-მა საკუთარ twitter-ის გვერდზე ტერმინატორის ახალი ფილმის პირველი ოფიციალური კადრი გვიჩვენა, რომელზეც სამი ქალი პერსონაჟია წარმოდგენილი, დენი რამოსი, გრეისი და ყველასათვის ცნობილი სარა კონორი.

მარცხნივ მდგომი პერსონაჟი ნატალია რეიესი გახლავთ, რომელიც დენი რამოსის როლს ასრულებს და ფილმში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახლავთ, თუმცა სხვა დეტალები მასთან დაკავშირებით უცნობია. შემდეგი გახლავთ მაკენზი დევისი, რომელიც ჯარისკაცი გრეისის როლს ასრულებს. მესამე კი სარა კონორი გახლავთ, რომელსაც კვლავაც ლინდა ჰამილტონი თამაშობს. იგი მონაწილეობდა ფილმის ორ სერიაში (ტერმინატორი 1984 და ტერმინატორი 2 განკითხვის დღე 1991).

ფილმში ასევე ვიხილავთ ყველასათვის საყვარელი და ნაცნობ მსახიობს არნოლდ შვარცნეგერს, რომელიც კვლავაც ტერმინატორის მოდელ Т-800-ის როლში იქნება წარმოდგენილი. მისი მთავარი კონკურენტი კიბორგის როლს კი გაბრიელ ლუნა შეასრულებს. ფილმში ასევე ითამაშებს დიეგო ბონეტა, რომელიც დენი რამოსის ძმის როლში ითამაშებს. რაც შეეხება ჯონ კონორს, იგი ფილმში კვლავ გამოჩნდება, თუმცა მის როლში არ ვიხილავთ ცნობილ ედუარდ ფურლონგს. მის როლს სხვა მსახიობი ითამაშებს, ხოლო ჯონის ნაცნობ გარეგნობას კომპიუტერული გრაფიკა უზრუნველყოფს.

ფილმის რეჟისორი გახლავთ ტიმ მილერი (დედპული), ხოლო პროდიუსერები დევიდ ელისონი და პირველი ორი ფილმის შემქმნელი დევიდ კემერონი. ფილმი მსოფლიო ეკრანებზე 2019 წლის 22 ნოემბერს გამოდის. იგი გახლავთ ტერმინატორ 2-ის პირდაპირი გაგრძელება და არანაირი საერთო არ აქვს აღნიშნული ფილმის შემდეგ გამოსულ არცერთ სერიასთან.