PES 2019-მა ყდა შეიცვალა

315 ნახვები

საფეხბურთო სიმულატორის FIFA 19-ის შემდეგ ყდის ცვლილება ამჯერად მისმა მთავარმა კონკურენტმა PES 2019-მაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ FIFA 19-ის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება გამოწვეული იქნა კრიშტიანუ რონალდუს გადასვლით მადრიდის რეალიდან იუვენტუსში. რაც შეეხება PES 2019-ს აქ სიტუაცია სხვაგვარადაა.

თავდაპირველად Pro Evolution Soccer 2019-ის მთავარი პარტნიორი გახლდათ საფეხბურთო კლუბი ბარსელონა და მის ყდაზეც მისი ბრაზილიელი  ნახევარმცველი Philippe Coutinho ვიხილეთ, თუმცა თამაშმა მთავარი პარტნიორი შეიცვალა და ამჯერად ის საფეხბურთო კლუბი მონაკო გახდა, რამაც თამაშის ყდის ცვლილება განაპირობა. პარტნიორის საპატივსაცემოდ მომზადდა სპეციალური ყდა, რომელზეც გამოჩნდა რამოდენიმე ფეხბურთელი აღნიშნული გუნდიდან. მთავარი სახის ადგილს კი თამაშის ყდაზე Radamel Falcao დაიკავებს (საუკეთესო ბომბარდირი კოლუმბიის ნაკრების ისტორიაში).

თამაშში ასევე გამოჩნდება მონაკოს ცნობილი სტადიონი Louis II, თუმცა თამაშის გამოსვლისას სტადიონს ვერ ვიხილავთ, მას მოთამაშეები მოგვიანებით დამატების სახით მიიღებენ.

PES 2019 გამოდის 2018 წლის 30 აგვისტოს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ მისი მთავარი კონკურენტი FIFA 19 მოგვიანებით 28 სექტემბერს გამოვა.