გამოქვეყნდა გადარჩენის ჟანრის თამაშის Green Hell-ის ახალი ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

210 ნახვები

კომპანია Creepy Jar-მა წარმოგვიდგინა გადარჩენის ჟანრის თამაშის Green Hell-ის სათამაშო პროცესის ტრეილერი და მისი გამოსვლის თარიღი. თამაშში შემქმნელებმა ყურადღება მაქსიმალურ რეალიზმზე გაამახვილეს რაც თამაშის პროცესს უნიკალურსა და საინტერესოს ხდის.

ტრეილერზე ვხედავთ თამაშის გმირს, რომელიც ცდილობს ქოქოსებისა და ხის ტოტებისაგან მიწაზე დაწეროს წარწერა „სოს“, რათა შესძლოს და მის ზემოთ მფრენ თვითმფრინავებს საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობოს, თუმცა საბოლოოდ ის თამაშის გამოსვლის თარიღს წერს. დეტალების შეგროვების პროცესში კი ხვდება სხვა და სხვა ველურ ცხოველებს, ერთ-ერთ მომენტში კი მას ნიანგისაგან გაქცევაც უწევს.

Green Hell-ში მოთამაშეები მოხვდებიან ამაზონის ჯუნგლებში სადაც მოუწევთ ყველანაირი ხერხებით თავის გადასარჩენად ბრძოლა. საკვებისა და სხვა საჭირო რესურსების მოპოვება. თუმცა ეს ყველაფერი იოლი ნამდვილად არ იქნება სხვა და სხვა ველური ცხოველების გარემოცვაში. მათგან თავის დასაცავად კი მოგიწევთ ჯუნგლებში არსებული რესურსების დახმარებით შუბებისა და მშვილდები შექმნა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თამაშში აქცენტი მაქსიმალურ რეალიზმზეა გაკეთებული, სწორედ ამიტომ მოთამაშეს მოუწევს საკუთარი პერსონაჟის ხასიათზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თამაშში მოგიწევთ მაქსიმალურად აიცილოთ დაზიანებები და ჭრილობები რადგან მათი მკურნალობისათვის განსხვავებული კომპონენტების მოძიება მოგიწევთ. შემქმნელები ამ ყველაფერთან ერთად საინტერესო სიუჟეტურ ხაზსაც გვპირდებიან.

თამაში Green Hell ნაადრევი სტადიით 2018 წლის 29 აგვისტოს გამოდის, PC (Steam) პლატფორმაზე.