გიორგი აბელაშვილი/Giorgi Abelashvili

172 ნახვები

გიორგი აბელაშვილი თამაშების შექმნაში 2010 წლიდან არის ჩართული. მისი პირველი თამაში გახლავთ Funny physics, რომელიც 2010 წელს iOS პლატფორმაზე გამოვიდა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით იგი მუშაობდა ქართულ დეველოპერულ კომპანიაში Lemondo. აღნიშნული კომპანიის სახელით მან ბევრი თამაში გააკეთა სხვა და სხვა პლატფორმაზე (iOS, PC, Ps4, Nintendo). ყველაზე გამორჩეული კი არის Winkings, რომელიც გიორგის “სავიზიტო ბარათია”.

გიორგისთან საკონტაქტოდ ეწვიეთ მის twitter-ის გვერდს.

Winkings გახლავთ 1-4 მოთამაშიანი კოოპერატიული, Brawler ჟანრის თამაში, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს სხვა და სხვა საბრძოლო იარაღებით ებრძვიან, მოთამაშის მიზანია დაამარცხოს ყელა მოწინააღმდეგე და მოიგოს მატჩი. Winkings-ს ასევე აქვს Single player რეჟიმი, რომელშიც მოთამაშეები ერთმანეთის ნაცვლად გაერთიანებული ძალებით მონსტრებთან ბრძოლას მართავენ.

თამაში დიდი პოპულარობით სარგებლოს სხვა და სხვა ციფრულ გამოფენებზე. 2016 წლის მარტში, თამაში წარმოდგენილი იყო სანფრანცისკოში, GDC-ის ღონისძიებაზე (Game Developer Conference) სადაც უამრავ ადამიანში მოწონება დაიმსახურა.

თამაშზე იმუშავეს :

  • გიორგი აბელაშვილი- იდეა, პროგრამირება ლეველ დიზაინი,
  • ნინა ჩხეიძე – იდეა, პერსონაჟბის კონცეპტი, ანიმაცია, სამყაროს ვიზუალური მხარე კონცეპტი
  • ბესო კაჭარავა – ხმის ეფექტები.
  • ზვიად მღებრიშვილი – მუსიკა
  • ნინა ლაზარიშვილი – single player – ის ვიზუალური მხარე, მტრის პერსონაჟბის კონცეპტი, single player ის სამყაროს ვიზუალური მხარე, კონცეპტი.
  • სანდრო გახოკიძე – single player რეჟიმის ლეველ დიზაინი.

თამაში გამოვიდა 2016 წლის 28 ოქტომბერს, PC (Steam), PS4, Nintendo Wii U და IOS პლატფორმებზე.

გიორგის დეველოპერულ კოლექციაში ასევე აქვს პერსონალური თმაშები:

Alter World

თამაში არის საქართველოში ჩატარებული პირველი გეიმჯემის გამარჯვებული პროექტი. მისი სათამაშო პროცესი მოიცავს ორ პარალელურ რეალობას, მოთამაშემ შესაბამის მომენტში უნდა გადართოს სხვა და სხვა რეალობები რათა პერსონაჟი მიიყვანოს გასასვლელ კარამდე. Alter World-ის ინსპირაცია არის სტივენ კინგის საგა “ბნელი კოშკი”. თამაშში აღნიშნული წიგნიდან ბევრი მინიშნება და ფრაზაა. თამაშს აქვს რამოდენიმე დასასრული.

თამაშზე იმუშავეს:

  • გიორგი აბელაშვილი, -იდეა პროგრამირება, ლეველ დიზაინი
  • თინათინ ქევანიშვილი – პერსონაჟების კონცეპტი
  • ნინო ბოსიკაშვილი – გარემოს მხატვარი
  • ბექა ჭარბაძე – პერსონაჟების ანიმაცია
  • ანდრო აბაშიძე – გარემოს ანიმაციები.
  • ბესო კაჭარავა – ხმის დიზაინი, მუსიკა.

თამაში გამოვიდა 2015 წლის 29 მაისს, PC (Steam), Nintendo 3DS და IOS პლატფორმებზე.

 

Circularity

თამაში გახლავთ მინიმალისტური, თავსატეხის ჟანრის, სადაც მოთამაშე აკონტროლებს ბურთს, რომელიც მოძრაობს წრეებზე. მოთამაშის მიზანია ბურთი შესაბამის კარამდე მიიყვანოს რათა გავიდეს შემდეგ დონეზე. თამაში მოიავს 60 დონეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემქმნელმა ამ თამაშის იდეა სიზმარში ნახა და გაღვძებისთანავე შეუდგა მასზე მუშაობას.

თამაშზე იმუშავეს:

  • გიორგი აბელაშვილი იდეა, პროგრამირება, ლეველ დიზაინი,
  • ანდრო აბაშიძე – თამაშის ვიზუალური მხარე, გარემოს დიზაინი, ხმის ეფექტები.

თამაში გამოვიდა 2017 წლის 3 ოქტომბერს, PC (Steam) და IOS პლატფორმებზე.

 

SLICE

თამაში აგებულია იაპონურ თემატიკაზე –  როგორ გაართმევს თავს შეგირდი მასწავლებლის გამოცდას, რომელიც გონებაში ხდება? მოთამაშეს შეუძლია თამაშში არსებული ობიექტები გაჭრა და გაჭრების სწორად გათვლილი მექანიკით უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე. მოთამაშემ ოპტიმალური გაჭრების რაოდენობით ყველა შესაბამისი გაჭრილი ნაწილაკი უნდა მოახვედროს მათი შესაბამისი ფერის ობიექტზე.

თამაშზე იმუშავეს:

  • გიორგი აბელაშვილი – იდეა, პროგრამირება.
  • ნუკრი ჟვანია – იდეა, ლეველდიზაინი, გარემოს დიზაინი
  • ნუგო ლობჟანიზე – თამაშის მუსიკა.

თამაში მიწვეულია ტოკიოს ვიდეო თამაშების გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით.

თამაში გამოვიდა 2018 წლის 10 მაისს, PC (Steam) პლატფორმაზე.