Marvel’s Spider Man – ახალი ტრეილერი, შეღებილი PS4-ის კომპლექტი და მეტი

96 ნახვები

დაიწყო San Diego Comic Con, სადაც Marvel’s Spider Man-ის ორი ახალი ტრეილერი
და შეზღუდული გამოცემის PS4-ის (და PS4 Pro-ს) კომპლექტი გამოვლინდა.

სიუჟეტის ტრეილერი

პირველი ტრეილერი თამაშის სიუჟეტს ეხება. სპაიდის მოუწევს ბოროტმოქმედთა ძლიერ დაჯგუფებასთან, Sinister Six-თან გამკლავება, ამის პარალელურად კი ნორმან ოზბორნი (რომელიც ნიუ იორკის მერობის კანდიდატია) სპაიდის კანონგარეშე პირად (public enemy) გამოაცხადებს.

Silver Sable.

ჩვენ ვხედავთ როგორც ნაცნობ, ასევე ახალ სახეებს – მათ შორის Silver Sable-ის დებიუტს. არამარტო ეგ, ნაჩვენებია სპაიდის ინტერაქციები ნორმან ოზბორნთან, მაილს მორალესსა და მერი-ჯეინ უოტსონთან. ასევე ვხედავთ სტელსის გეიმპლეის სეგმენტს, რომელშიც ჩვენ მერი-ჯეინს ვაკონტროლებთ.

ახალი კოსტუმის ტრეილერი

მეორე ტრეილერში ნაჩვენებია გახსნადი ბონუს კოსტუმები, მათ შორის ახალი Velocity Suit.

Velocity Suit.

შეზღუდული გამოშვების PS4/PS4 Pro კომპლექტები

და ბოლოს, Spider Man-ის თემატიკაზე შეღებილი PS4/PS4 Pro კომპლექტებიც იყო გამოვლენილი.

Spider Man PS4 Pro Bundle.

Spider Man, სპეციალური გამოშვების კონსოლებთან ერთად, ამავე წლის 7 სექტემბერს გამოდის. შეგიძლიათ ორივე ტრეილერი ქვემოთ იხილოთ. Enjoy!