KONAMI-იმ Silent Hills P.T-ის PC ვერსია დახურა

27 ნახვები

როგრც იცით ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელმა პროგრამისტმა სახელად Qimsar შეძლო და Konamiის ცნობილი და შეწყვეტილი პროექტი Silent Hills (P.T) PC პლატფორმაზე გადაეტანა, რომლის ჩამოტვირთვაც ნებისმიერი მსურველისათვის სრულიად უფასოდ იყო შესაძლებელი.

ამის შემდეგ კი პროგრამისტს კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და თამაშის საჯარო მოხმარებიდან ამოღება მოთხოვეს, რადგან ეს გახლავთ იურიდიული კანონდარღვევა. როგორც ირკვევა თავად წარმომადგენლები არ იზიარებენ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას და აღფრთოვანებულებიც კი დარჩნენ პროგრამისტის ნამუშევრით, თუმცა მათ გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლიათ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია გაოცებული დარჩა თამაშის ფანების რეაქციებით და გადაწყვიტეს ახლიდან გადახედონ მაღალბიუჯეტურ პროექტებთან მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კომპანია ასევე ახალგაზრდა პროგრამისტს ამერიკის, ევროპისა და იაპონიის ოფისებიდან ერთ-ერთში სურვილისამებრ სტაჟირებას სთავაზობს.

“მე გაოცებული დავრჩი Konami-ის ქცევით. მეშინოდა, რომ ისინი ოფიციალური ფორმით დამემუქრებოდნენ რათა შემეწყვიტა ჩემი საქმიანობა, თუმცა ისინი სრულიად განსხვავებულად მოიქცნენ და თავაზიანად მთხოვეს პროექტის შეწყვეტა და სტაჟირებაც შემომთავაზეს.”

სამწუხაროდ აღნიშნული პროექტი მოიხსნა საჯარო მოხმარებიდან.