Darksiders 3-ის შემქმნელებმა ახალი კოოპერატიული ჟანრის თამაში დააანონსეს

43 ნახვები

სტუდია Gunfire Games-მა, რომელიც მუშაობს Darksiders 3-ზე, ახალი თამაში Remnant: From the Ashes დააანონსა, რომელიც გახლავთ კოოპერატიული ჟანრის თამაში.

თამაშის მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში, სადაც პორტალების საშუალებით მოთამაშეებს მოუწევთ სხვა განზომილებაში გადასხვლა და საშინელ მონსტრებთან შებრძოლება რათა დაიბრუნონ სამყაროს ჩვეული სახე. თამაშში ყოველი ახალი დავალების დაწყებისას სამყარო ახლიდან გენერირდება, რაც თამაშის პროცესს სიახლეებით უზრუნველყოფს. მოთამაშეებს მოუწევთ საკუთარი ბაზების განვითარება, რისთვისაც შეისწავლიან სხვა და სხვა ხელობებს.

თამაში ხელმისაწვდომი იქნება ოთხი მოთამაშისათვის. დასაწყისისთვის მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს შემქმნელების მიერ აწყობილი პერსონაჟები, ხოლო მომავალში კი მათ თავად ექნებათ პერსონაჟების საკუთარი გემოვნებისამებრ აწყობის შესაძლებლობა.

 

Remnant: From the Ashes გამოდის 2019 წელს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.