Dakar 18-ის წინასწარი შესყიდვები დაიწყო

36 ნახვები

სარბოლო ჟანრის და რალის მოყვარულთათვის უკვე დაიწყო Dakar 18-ის წინასწარი შესყიდვების მიღება. თამაში ამ სერიაში მოთამაშეებს სამხრეთ ამერიკის ველურ მხარეში ამოგზაურებს, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სატრანსპორტო საშუალების სხვა და სხვა კლასები: მსუბუქი ავტომობილები, მაღალი გამავლობის ჟიპები, სპორტული სატვირთო ავტომობილები, მოტოციკლები და კვადროციკლები.

თამაშის წინასწარი მყიდველები ბონუსის სახით მიიღებენ ფინელ ავტომრბოლელს არი ვატანენას საკუთარი Peugeot 205 T16-ით, რომლითაც დაკარზე პირველად 1987 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.  ვატანენა გახლავთ პირველი ავტომრბოლელი, რომელმაც ოთხჯერ გაიმარჯვა რალი დაკარში 1987-დან 1991-წლის ჩათვლით. წინასწარი შესყიდვები შესაძლებელია თამაშის როგორც ფიზიკური ასევე ციფრული ვერსიით.

 

თამაში გამოდის 2018 წლის 11 სექტემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.