დაანონსდა ელექტრონული სპორტის პირველი 18+ ტურნირი

58 ნახვები

ცნობილმა 18+ პორტალმა Nutaku-მ, რომელიც აწარმოებს ჰენტაის თამაშებს ზრდასრულებისთვის, ელექტრონული სპორტის პირველი 18+ ჩემპიონატი Lewd Gaming Championship დააანონსა.

ჩემპიონატი ჩატარდება Android პლატფორმის თამაშ Tits ‘N’ Tanks-ის PvP რეჟიმში, რომელიც ცნობილ World of Tanks Blitz-ს მოგაგონებთ, თუმცა TNT-ის სატანკო ეკიპაჟი ანიმე გოგონებისაგან შედგება.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს 18+ ზემოთ. მატჩში მონაწილეობას მიიღებს 64 მოთამაშე. გამარჯვებულის საპრიზო ფონდი კი 25 000 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ტურნირის სპონსორი გახლავთ ცნობილი პორნო პორტალი YouPorn, რომელიც აქტიურადაა ჩართული ელექტრონულ სპორტში. პორტალი ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს YouPorn-ის ერთ წლიან პრემიუმ გამოწერას. ტურნირის ჩატარების დროსა და შესარჩევ ეტაპთან დაკავშირებულ ინფორმაციას ორგანიზატორები მოგვიანებით გაგვაცნობენ.