The Witcher-ის მომავალი სერიის დასახელება არ იქნება The Witcher 4

85 ნახვები

როგორც ირკვევა ცნობილი პოლონური კომპანია CD Projekt RED, რომელიც ამ დროისათვის დაკავებულია მოქმედებითი, ღია სამყაროს მქონე თამაშით Cyberpunk 2077, ასევე მუშაობს მეორე პროექტზეც.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ადამ კიჩინსკიმ (Adam Kiciński) ინტერვიუ მისცა პოლონურ გამომცემლობა Bankier.pl-ს, სადაც ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორც Cyberpunk 2077-ით, ასევე The Witcher-ის მომავალი გეგმებით. კიჩინსკიმ ჯურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია Cp2077-თან ერთად ასევე მუშაობს მეორე პროექტზეც, თუმცა ის ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეულ სტადიაში იმყოფება. ჟურნალისტმა იკითხა უნდა ელოდნენ თუ არა მოთამაშეები The Witcher 4-ს? რაზეც კიჩინსკიმ უპასუხა, რომ Witcher იყო ტრილოგია რის გამოც უბრალოდ შეუძლებელია, რომ მისმა მომავალმა ნაწილმა დასახელებაში მიიღოს ციფრი 4, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი თამაში მეტი აღარ იქნება. „ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ორი თამაშის სერიიდან, რომლის განვითარებასაც ვგეგმავთ მომავალში.“ დირექტორმა ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია დეტალების გამხელა მომავალი პროექტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თამაში The Witcher 3 2015 წლის 19 მაისს გამოვიდა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. Witcher-ის სამყაროზე უკანასკნელი თამაში გახლავთ სამაგიდო The Witcher Role-Playing Game, რომლის შესახებ ინფორმაციასაც შეგიძლიათ ჩვენი წინა პოსტიდან გაეცნოთ. Netflix კი თამაშის სამყაროზე სერიალის გადაღებას გეგმავს, რომლისთვისაც მსახიობების შერჩევა უკვე დაწყებულია.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ მსახიობ დაგ კოკლის (The Witcher 3. გერალტის გამხმოვანებელი) მოსაზრებები თამაშის მომავალ ნაწილთან დაკავშირებით.