მომხმარებელმა Nvidia GeForce GTX 2080 Ti-ის ტესტირების შედეგი გამოაქვეყნა

213 ნახვები

ქსელში გამოქვეყნდა Nvidia-ს ახალი გრაფიკული ბარათის GeForce GTX 2080 Ti-ის ტესტის შედეგები.  გრაფიკული ბარათი გახლავთ კომპანიის ერთ-ერთ მთავარი მოდელი აღნიშნულ ტექნოლოგიურ ხაზში.

მომხმარებელმა ზედმეტსახელად Nagato გამოაქვეყნა ფოტო კადრები სადაც ახალი ბარათის ტესტირების შედეგებია ნაჩვენები. სატესტო კომპიუტერის ცენტრალურ პროცესორს რაც შეეხება, იგი გახლდათ intel Core i7-7700K 4.2 GHZ . თამაში კი, რომელზეც აღნიშნული ტესტი ჩატარდა იყო Ashes of the Singularity, რომლის შემქმნელიც კომპანია Stardock გახლავთ.

თავად ტესტის შედეგები როგორც ხედავთ არ გახლავთ იდეალური, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბარათის ტესტირება საკმაოდ ნაადრევად მისი პროგრამული დრაივერის დასრულებამდე ჩატარდა, რის გამოც მიღებული შედეგი სრულიად გასაგებია.