No Man’s Sky Next განახლების ტრეილერი და ინფორმაცია

74 ნახვები

No Man’s Sky Next თამაშისთვის დღემდე ყველაზე ამბიციური განახლებაა. სტუდია Hello Games-მა წლების მანძილზე საკმაოდ ბევრი ცვლილება შეიტანა, Next კი რეალურად შემდეგ ეტაპს წარმოადგენს. მას No Man’s Sky-ში არაერთი სიახლე შემოაქვს.

No Man’s Sky Next – Cover Art.

Multiplayer

  • შეგიძლიათ სხვა მოთამაშეებთან ერთად სამყაროს თვალიერება და მცირე ზომის ჯგუფის დაარსება.
  • ჯგუფის მიერ აგებული კოლონიები და თავშესაფრები ყველა წევრისთვის იქნება გაზიარებული.
  • კოოპერაციის გარდა, შესაძლოა მოთამაშეთა წინააღმდეგ ბრძოლებში ჩართვაც.
  • შემოღებულია პლანეტის ზედაპირზე რბოლები და წარმოქმნილი სარბოლო ბილიკების გაზიარება.
  • შემოტანილია მოთამაშის ავატარის პერსონალიზაციის სისტემა.

განახლებული ვიზუალები

  • გამოსცადეთ თამაში როგორც First Person, ასევე Third Person პერსპექტივიდან.
  • გაუმჯობესებული კოსმიური ვიზუალები.
  • გაუმჯობესებული პლანეტარული ზედაპირის გენერაცია, მიწის ტექსტურები, ღრუბლები და წყლის სიმულაცია.
  • ხომალდების, ნაგებობებისა და NPC-ების დეტალიზაციის უფრო მაღალი დონე.

Multiplayer და Third Person პერსპექტივა.

ბაზების შეუზღუდავი მშენებლობა

  • ბაზების მოწყობა ამიერიდან ნებისმიერ პლანეტასა და ნებისმიერ ადგილზეა დაშვებული.
  • განვითარებულია ბაზების მშენებლობის პროცესი და გაზრდილია ბაზის მაქსიმალური ზომა.
  • ასობით ახალი საბაზო ნაწილი.
  • დაშვებულია რამდენიმე ბაზის აგება.

გიგანტური ხომალდების კონტროლი

  • შეგიძლიათ იყოლიოთ და გააუმჯობესოთ ფრიგატების საკუთარი ფლოტი.
  • სატვირთო ხომალდიდან ფლოტისთვის განკარგულებების გაცემა.
  • ფლოტის თქვენთან წაყოლება ან სამყაროს სხვა კუთხეში გაგზავნა.
  • სატვირთო ხომალდის პერსონალიზაციის გაუმჯობესებული სისტემა.
  • მეგობრების დაპატიჟება და მათთან ერთად Multiplayer მისიების დაძლევა.

თქვენი ფლოტი.

PS4-სა და PC-ზე განახლება 24 ივლისს გამოვა. ამავე დღეს გამოდის No Man’s Sky-ს XONE-ის ვერსიაც. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ Next-ის ტრეილერი და სკრინშოტები.