როგორ გამოიყურებიან Resident Evil 2-ის პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში

151 ნახვები

როგორც იცით კომპანია Capcom-მა Sony-ის პრესკონფერენციაზე, რომელიც E3 2018-ის ფარგლებში ივნისის თვეში გაიმართა, Resident Evil 2-ის განახლებული ვერსია წარმოგვიდგინა, სადაც ყველასათვის ნაცნობი პერსონაჟების ლეონისა და კლერის ახალი სახეები ვიხილეთ.

შემქმნელებმა განახლებულ ვერსიაში არა მხოლოდ ნულიდან შექმნეს პერსონაჟები, არამედ ციფრული ტექნოლოგიებისა და რეალური მსახიობების დახმარებით მაქსიმალურად რეალისტურები გახადეს ისინი. კომპანიამ აღნიშნულ სახეებთან ინფორმაციის გაუთქმელობის ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო მას შემდეგ რაც აღნიშნულ აკრძალვას ვადა გაუვიდა სოციალურ ქსელში თავად მსახიობებმა გამოაქვეყნეს მათი და თამაშის ვირტუალური პერსონაჟების შედარებითი ფოტოები. მთავარ გმირს, ლეონ კენედის  რუმინელი მოდელი ედუარდ ბადალუტა თამაშობს, კლერ რედფილდს კანადელი მოდელი ჯორდან მაკევენი, ხოლო შავკანიანი პოლიციელის როლში კი მუსიკალური პროდიუსერი პატრიკ ლევარი.

თამაშის განახლებული ვერსია სრულად ინარჩუნებს ორიგინალის სიუჟეტსა და გარემოს. ახალ ვერსიაში შეიცვალა კამერის ხედვის რაკურსი და მან პერსონაჟის უკან გადაინაცვლა, ასევე გაუმჯობესდა ბრძოლის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი თამაში Resident Evil 2 გაყიდვაში 1998 წლის 21 იანვარს გამოვიდა. თამაშის განახლებული ვერსია კი 2019 წლის 25 იანვარს გამოვა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.