The dark legion

218 ნახვები

The dark legion გახლავთ ახლად შექმნილი სტუდია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს თამაშების უზარმაზარ ინდუსტრიაში. სტუდია 2018 წლის მაისის თვეში დაარსდა. ჯერ-ჯერობით მათი შემოქმედება მხოლოდ ერთ თამაშს მოიცავს, თუმცა მათ გეგმებში ბევრი იდეა და სურვილია მომავლისათვის.

ჩვენი მიზანია შევიტანოთ ჩვენი წილი საქართველოს თამაშების ინდუსტრიის განვითარებაში და მაგალითი და მოტივაცია გავხდეთ სხვებისთვის, ვისაც სურს თამაშების შექმნა.  ასევე გვსურს ვთქვათ ჩვენი სიტყვა თამაშების ინდუსტრიაში და ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა მსოფლიოს.

ფესტივალები, ჯილდოები, აქსელერაციის პროგრამები:

  • GameFest GameJam, 2018 წლის მაისი – პირველი ადგილი.
  • Casual Connect, 2018 წლის ოქტომბერი, სერბეთი.

საინფორმაციო და საქმიანი კონტაქტი:

  • Email: thedarklegiongames@gmail.com
  • ვებ-საიტი: thedarklegion.ga (მუშაობის პროცესშია)
  • Facebook

პროექტი:

Humanology

 

აღნიშნული პროექტი სტუდიის პირველი თამაშია, რომლის თავდაპირველი ვერსია 48 საათში დაიწერა, 3 ადამიანის მიერ გაიმჯემზე და ჯერჯერობით მხოლოდ მცირედი ცვლილებები განიცადა.

სიუჟეტის მიხედვით, უცხოპლანეტელს მალე ადამიანოლოგიის (ადამიანების შემსწავლელი მეცნიერება) გამოცდა აქვს, ამიტომაც ღამღამობით მას უწევს მძინარე ადამიანების მოტაცება სახლებიდან, შემდგომი შესწავლის მიზნით. თამაშის მიზანია მძინარე ადამიანის შენობიდან გამოყვანა ისე, რომ არ გაეღვიძოს. მომავალში იგეგმება მცველების, სიგნალიზაცია და სხვა და სხვა დამატებითი სირთულეების დამატება. ამჟამად თამაში ალფა სტადიაში იმყოფება და საჯაროდ არაა ხელმისაწვდომი.

შემქმნელების ვარაუდით თამაშის ბეტა ვერსია 2018 წლის შემოდგომაზე, ხოლო სრული ამავე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.