Sea of Thieves-ში სამეფო ბრძოლის რეჟიმს ვიხილავთ

56 ნახვები

კომპანია Rare, რომელიც გახლავთ შემქმენლი კოოპერატიული, სათავგადასავლო ჟანრის თამაშისა Sea of Thieves, დაინტერესებულია დღეისათვის მეგა პოპულარული ჟანრით სამეფო ბრძოლა (Battle Royale) და მის დამატებას Sea of Thieves-ში გეგმავს.

თამაშის დიზაინის დირექტორმა მაიკ ჩეპმენმა ისაუბრა სამეფო ბრძოლის (Battle Royale) ჟანრის თამაშების პოპულარულობის შესახე და განაცხადა, რომ კომპანიაში Rare ესმით აღნიშნული რეჟიმის პოპულარულობა, თუმცა შემქმნელები ფიქრობენ, რომ ასეთი თამაშის შექმნა სრულიად განსხვავებულადაც არის შესაძლებელი. ჩეპმენმა აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება თამაში კონცენტრირება PvP რეჟიმის გარშემო, თუმცა მის განხორციელებას არ ჩქარობენ.

ჩვენ გვსურს ავიღოთ უნიკალური თამაში Sea of Thieves და ვაქციოთ იგი რაღაც ბევრად გასაოცრად.  მაიკ ჩეპმენი

ახალ რეჟიმთან ერთად შემქმნელები თამაშში გეგმავენ ახალი შინაარსის დამატებასაც. როგორც იცით თამაშის გამოსვლის შემდეგ მოთამაშეები და კრიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ თამაშში არ იყო საკმარისი რაოდენობის საინტერესო შინაარსი. შემქმნელებმა ამის გამოსასწორებლად დაიწყეს ახალი მონსტრების დამატება და უახლოეს თვეში თამაში 3 მასშტაბურ დამატებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კოოპერატიული, სათავგადასავლო ჟანრის თამაში Sea of Thieves 2018 წლის 20 მარტს გამოვიდა, PC და Xbox One პლატფორმებზე.