Overkill’s The Walking Dead-ის შემქმნელებმა თამაშის ახალი დეტალები და სისტემური მოთხოვნილებები გაგვაცნეს

61 ნახვები

კომპანია Overkill Software-ის წარმომადგენლებმა პორტალ Reddit-ზე თამაშ Overkill’s The Walking Dead-თან დაკავშირებით მოთამაშეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს და თამაშის სისტემური მოთხოვნილებებიც გაგვაცნეს.

მას შემდეგ რაც შემქმნელებმა სათამაშო პროცესის ამსახველი კადრები გვიჩვენეს, ბევრი მოთამაშე დარჩა უკმაყოფილო თამაშის ანიმაციებით. შემქმნელები კი აღნიშნული უსიამოვნების გამოსწორებას დაგვპირდნენ. საუბრისას ასევე ცნობილი გახდა, რომ თამაში მუშავდება Unreal Engine 4-ის სათამაშო ძრავაზე. შემქმნელებმა ცვლილებები შეიტანეს აღნიშნული ძრავის განათების სისტემაში, რაც თამაშის ვიზუალურ მხარეს უნიკალურს ხდის. ძრავამ ასევე მიიღო სხვა და სხვა გაუმჯობესებები რაც თამაშის პროცესს ბევრად საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.

თამაშს არ ექნება ქროს პლატფორმა და მისი თამაში შესაძლებელი იქნება როგორც ერთი, ასევე ოთხი მოთამაშით. სიძნელეს კი თამაში ავტომატურ რეჟიმში ამოირჩევს მოთამაშეების რაოდენობის გათვალისწინებით. შემქმნელების თქმით თამაში მხარს დაუჭერს Windows 7 და 8 ვერსიებს, თუმცა ოფიციალურ მონაცემებში მხოლოდ Windows 10 იქნება ნახსენები. შემქმნელებმა ასევე აღნიშნეს, რომ თამაშის ოპტიმიზაციასთან სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რამაც შეიძლება სისტემურ მოთხოვნილებებში მომავალში ცვლილება მოახდინოს.

თამაშის სისტემური მოთხოვნილებები კი ასე გამოიყურება

მინიმალური:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i5 3,3 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GTX 960 2 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 60 გბ

რეკომენდირებული:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i7 3,3 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 გბ
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GTX 1060 6 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 60 გბ

 

 

თამაში გამოდის 2018 წლის 6 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაშის დახურული ბეტა ტესტირება კი თამაშის გამოსვლამდე რამოდენიმე კვირით ადრე გაიმართება და მის გამოსვლამდე გასტანს.