შემქმნელებმა Anthem-ის 20 წუთიანი სათამაშო პროცესი გვიჩვენეს

100 ნახვები

კომპანია BioWare-მა წარმოგვიდგინა ახალი მოქმედებითი ჟანრის თამაშის Anthem-ის 20 წუთიანი სათამაშო პროცესი, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი მისიის სრული გასვლა და უზარმაზარ ბოსთან ბრძოლა. აღნიშნული ვიდეო გაშვებულია სრულფასოვან 4კ გაფართოებაში. აღნიშნული სადემონსტრაციო ვერსია E3 2018-ის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იყო ჟურნალისტებისათვის.

ვიდეოს კომენტირებას უწევს Bioware-ის აღმასრულებელი პროდიუსერი ბენ ირვინი. E3 2018-ის გამოფენაზე თამაშმა მიიღო წოდებები: E3 2018-ის საუკეთესო მოქმედებითი თამაში და E3 2018-ის საუკეთესო PC თამაში.

თამაშის მოვლენები ვითარდება ალტერნატიულ სამყაროში Anthem, სადაც არსებობენ ღმერთები, თუმცა მათ ნაადრევად დატოვეს იგი. ღმერთებმა დაიწყეს სამყაროს შექმნა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რომლებზეც არაფერი ვიცით, მათი ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ შესრულდა. ღმერთების წასვლის შემდეგ სამყაროში დარჩა უძველესი რელიქვიები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ სამყაროს გარემოზე ზემოქმედებას და ცვლიან მის სტრუქტურას. სამყაროში არსებული არტეფაქტებისა და რელიქვიების გამო მოსახლეობას აქვს მოსაზრება, რომ ღმერთებმა მათი სამყარო ადრე დანიშნული დროის მიხედვით დატოვეს, რის გამოც არ ეყოთ დრო დაწყებულის დასასრულებლად.

თამაშის მთავარი საიდუმლოება გახლავთ სამყაროს შექმნის მიზანი და მათი შემქმნელები. მოთამაშეები მოირგებენ დაქირავებული მებრძოლის როლს, რომლებსაც მოუწევთ შეასრულონ არანორმალური დავალებები, რათა არსებული სამყარო შედარებით უსაფრთხო გახადონ. ისტორიის დასაწყისში მებრძოლები რთულ გზას გაივლიან, რადგან მოსახლეობას დაკარგული აქვს ნდობა მათ მიმართ. თქვენ კი მოგიწევთ დაიბრუნოთ მათი ნდობა და დაარწმუნოთ ისინი თქვენი არსებობის საჭიროებაში.

შემქმნელების თქმით ისინი ჯერ-ჯერობით არ ფიქრობენ თამაშის მეორე ნაწილის გამოშვებაზე, რადგან თამაშის მხარდაჭერას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავენ. Anthem გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.