Venom – ახალი სურათები და ინფორმაცია

126 ნახვები

ჟურნალმა Entertainment Weekly-მ (EW) ,ექსკლუზიურ რეპორტაჟში, Venom-ზე ახალი ინფორმაცია და ორი სურათი გამოაქვეყნა. დეტალებში გამოვლენილია მომავალ ფილმსა და MCU-ს შორის არსებული დამოკიდებულება. ერთ-ერთი სურათში კი შეგიძლიათ ვენომის CGI-ს ახალი კუთხიდან დახედოთ.

Venom.

ფილმის მთავარი პერსონაჟი ,ედი ბროკი (ტომ ჰარდი), ცდილობს თავისი ჟურნალისტური კარიერის სწორ გზაზე დაყენებას და იწყებს კომპანია Life Foundation-ისა და მისი ბოსის, კარლტონ დრეიკის (რიზ ამედი), საქმიანობის გამოკვლევას. მოგვიანებით, ის შემთხვევით სიმბიოტს დაუკავშირდება და ზეადამიანურ შესაძლებლობებს შეიძენს. ამასობაში კი Life Foundation, სიმბიოტის დასაბრუნებლად, ბროკის დევნას დაიწყებს.

ფილმს გააჩნია R რეიტინგი (სავარაუდოდ Deadpool-ისა და Logan-ის წარმატების წყალობით) და ის გავლენას იღებს ე.წ. “Body Horror” ფილმებისგან, როგორიცაა ჯონ კარპენტერის The Thing და დევიდ კრონენბერგის The Fly. რეჟისორმა რუბენ ფლაიშერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ელემენტი მაქციებზე გადაღებული ფილმებისგანაც იყო აღებული :

ჩვენ დიდი ხანი ვმსჯელობდით მაქციების ბუნებაზე და იმაზე, თუ რა შედეგი მოყვება მაქციისგან კბენას ან დაინფიცირებას.

აქედან გამომდინარე, ფილმის ცენტრალური ელემენტი გახდა ედი ბროკსა და სიმბიოტს შორის არსებული შინაგანი კონფლიქტი, როდესაც ორი არსება ერთსა და იმავე სხეულში ბინადრობს.

შეგიძლიათ ვენომის დიზაინს უკეთ დააკვირდეთ.

EW-სთვის გამხელილი ინფორმაციის თანახმად, Venom-ის სამყარო MCU-სგან სრულად დამოუკიდებელია. ასევე აღნიშნული იყო, რომ ის არ წარმოადგენს Sony-სა და Disney-ს 2016 წლის შეთანხმების ნაწილს, რომლის თანახმად Disney-ს Spider Man-ის გამოყენების უფლება მიენიჭა.

ეს შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ზუსტი პასუხი იყოს, რაც კი აქამდე მიგვიღია. თუმცა, რეჟისორმა ტომ ჰოლანდის კამეოს ჭორები ჯერჯერობით არ უარყო. ასევე, ზოგიერთს შეიძლება კვლავ ეჭვადაც დარჩეს, რომ Venom-ს სინამდვილეში მარველის კინოსამყაროსთან გარკვეული კავშირი მაინც გააჩნია და ზემოთთქმული მხოლოდ PR განცხადებაა და მეტი არაფერი.

ედი ბროკი და კარლტონ დრეიკი, ფილმის მთავარი ანტაგონისტი.

რაც არ უნდა იყოს, ვიმედოვნოთ, რომ Venom-ის სახით სათანადო ადაპტაციას მივიღებთ. წლევანდელ San Diego Comic Con-ზე (SDCC), რომელიც 19-დან 23 ივლისის ჩათვლით გაიმართება, შესაძლოა ფილმზე დამატებითი ინფორმაცია ან ახალი ტრეილერიც კი გამოვიდეს. Stay tuned!