Nika Otiashvili

183 ნახვები

Nika Otiashvili –  მას კომპანია არ გააჩნიას, რომელიც თამაშების შექმნას ეძღვნება, მაგრამ ყოველ თამაშზე მუშაობისას ქმნის 2-4 კაციან გუნდს სადაც ყველას გამოკვეთილი როლი გააჩნია და ერთიანი ძალისხმევით ქმნიან თამაშს.

საკონტაქტო ინფორმაცია: twitter

პროექტები

Dungeon Spawn

Dungeon Spawn-ში მოთამაშეები მოირგებენ ბოროტი ჯადოქრის როლს, რომელმაც პრინცესა დაატყვევა საკუთარ სასახლეში. მოთამაშის მოვალეობაა არ მისცეს გმირებს მისი განთავისუფლების საშუალება.

თამაშის შექმნაზე იმუშავეს: ნიკოლოზ ოთიაშვილმა (კოდი) და რატი ციკოლიამ (ხელოვნება). გამოცემაზე ასევე ნიკოლოზ ოთიაშვილმა იმუშავა. თამაში გამოვიდა 2015 წლის თებერვლის თვეში Android და iOS პლატფორმებზე.

12Slash

მოთამაშე მტრებს ხმლების დახმარებით ებრძვის 3 წამიანი ინტერვალებით. თამაში გამოვიდა 2018 წლის აპრილის თვეში. შემქმნელი გახლავთ ნიკოლოზ ოთიაშვილი.

თამაშის გადმოსაწერად მიჰყევით შემდეგ ბმულებს: ბმული 1ბმული 2  კოდი

Gravitran

თამაში გახლავთ პლატფორმერი, სადაც შესაძლებელია ნივთებისთვის გრავიტაციის შეცვლა. თამაში გამოვიდა 2018 წლის მაისის თვეში თამაშების ჯემის ღონისძიების ფარგლებში. თამაშზე იმუშავეს: ნიკოლოზ ოთიაშვილმა (კოდი) და მიხეილ ოთიაშვილმა (ხელოვნება).

თამაშის გადმოსაწერად მიჰყევით შემდეგ ბმულს: თამაშის ბმული  კოდი

Shamen

თამაშში ორი შამანი ერთმანეთს ებრძვის თავიანთი ტოტემების სხვა და სხვა კომბინაციებით. თამაშზე იმუშავეს ნიკოლოზა ოთიაშვილმა (კოდი), გუგა კაციაშვილმა (კოდი), მიხეილ ოთიაშვილმა (ხელოვნება) და რატი ციკოლიამ ( ხელოვნება).

თამაშის გადმოსაწერად მიჰყევით შემდეგ ბმულს: თამაშის ბმული კოდი

HammerTime

თამაშში მოგიწევთ ჩაქუჩებით ბრძოლა, სადაც თქვენი გამარჯვებული ის გახდება ვინც სვეტზე დარჩება. თამაშზე იმუშავეს: ნიკოლოზ ოთიაშვილმა (კოდი), თიო გაბუნიამ (ხელოვნება) და რატი ციკოლიამ (ხელოვნება). თამაში გამოვიდა 2017 წლის ივნისის თვეში თამაშების ჟემის ღონისძიების ფარგლებში.

თამაშის გადმოსაწერად მიჰყევით შემდეგ ბმულს: თამაშის ბმული კოდი