BiznetX

56 ნახვები

ქართული თამაშების სტუდია BiznetX (წარსულში PyxieGames) 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ შეიმუშავა დაახლოებით 20-მდე თამაშის პროექტი Android-სა და IOS პლატფორმებისთვის. ამასთან ერთად, დეველოპინგის მიმართულებად და გრაფიკულ პროფილად არჩეული იყო 2D თამაშები პიქსელური გრაფიკით. 2014 წელს კომპანიამ გამოუშვა Unity-ის ძრავაზე აწყობილი 2D თამაშები, რომლებიც გამოიცა Google-სა და IOS-ის ონლაინ მაღაზიებში

Smurfer Escape

Volcano Attack

Dueling Maze Online

7×7 Hexagons 

2015-2016 წლებში აქცენტი გაკეთდა სხვა ძრავის ათვისებაზე (GameMaker Studio), რომელზეც გამოიცა 2 თამაში:

Zombie Woodland (როგორც სატესტო ვარიანტი)

Mr. Penguin Tales – Ice Wander

2017 წელს Steam-თვის დაიწყო 2D პიქსელური სტილის თამაშის Spacezone Beyond დეველოპინგის პროცესი. თამაშმა წარმატებით გაიარა Greenlight-ის ეტაპი.

2017 წლის ბოლოს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება პროფილის და სახელის PyxieGames-ის BiznetX-ად ცვლილებაზე. კომპანიამ უარი თქვა პიქსელურ სტილზე და თამაშების უმრავლესობა მოიხსნა არაეფექტური ფინანსური გეგმის გამო. აქცენტი გაკეთდა კომერციულ აპლიკაციებსა და პროგრამებზე სხვა და სხვა პლატფორმებისთვის. BiznetX-ის დევიზია „რეალობის ვირტუალიზაცია“.

2017 წლიდან BiznetX LLC-იმ წარმატებით განახორციელა შემდეგი კომერციული პროექტები:

Argonavti — აპლიკაცია ფერმერებისთვის. გაკეთდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით.

eVote — აპლიკაცია შიდა ხმის მიცემისთვის. აპლიკაცია გაკეთდა GFA-ის დაკვეთით.

OUT OF STOCK KILLER (OOS) — აპლიკაცია გაკეთდა JTI-ის დაკვეთით.

ვირტუალური მუზეუმი — აპლიკაცია შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაკვეთით. ვირტუალურ მუზეუმში წარმოდგენილია ექსპონატები შესაბამისი ინფორმაციით.

კომპანიას საინფორმაციო და საქმიანი კონტაქტისთვის დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე corporate@biznetx.org ან ეწვიეთ მათ ვებ საიტს და ფეისბუქ გვერდს.