Yakuza Kiwami 2-ის დემო ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

58 ნახვები

როგორც იცით SEGA Yakuza-ს კლასიკური სერიის სრულად განახლებას გეგმავს.  Playstation Store-ის ონლაინ მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია Yakuza Kiwami 2-ის სპეციალური გამოცემის Special Digital Edition-ის წინასწარი შეძენა. თამაშის მყიდველები საჩუქრად მიიღებენ უნიკალურ თემას Yakuza Kiwami 2 Dragons და სხვა და სხვა ტიპის ბონუსებს. შემქმნელებმა თამაშის მსურველებისთვის მისი სადემონსტრაციო ვერსიაც გამოუშვეს, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მოთამაშეს სრულიად უფასოდ შეუძლია Playstation Store-ის ონლაინ მაღაზიიდან. თამაში გამოდის 28 აგვისტოს.

თამაშის განახლებული ვერსიები მიიღებენ გაფართოებას 1080р 60 კადრით წამში და სრულად შეინარჩუნებენ ორიგინალი თამაშის თვისებებს. Yakuza 3 იაპონიის ბაზრისათვის 9 აგვისტოს გამოვა, PS4 პლატფორმაზე და თამაშის მყიდველები საჩუქრად მიიღებენ თამაშის საუნდტრეკს. რაც შეეხება Yakuza 4-სა და Yakuza 5-ს, ისინი რიგ-რიგობით გამოვლენ 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში.

თამაშის განახლებული ვერსიები ასევე ევროპულ ბაზარზეც გაიყიდება და ისინი არ მიიღებენ ცენზურას. ევროპული ვერსიები იაპონურის სრული ანალოგი იქნება. შეგახსენებთ, რომ Yakuza 3-ის გამოსვლისას PS3 პლატფორმაზე ევროპული ბაზრისათვის სერიიდან ამოღებული იყო ღამის კლუბები და 18+ დაწესებულებები.