Spike Chunsoft-მა დეტექტიური ანიმე AI: The Somnium Files დააანონსა

29 ნახვები

ყოველწლიურ ამერიკულ ანიმე ფესტივალზე Anime Expo, რომელიც ქალაქ ლოს-ანჯელესში ტარდება სტუდია Spike Chunsoft-მა, რომელიც ცნობილია სერიით Danganronpa, ახალი თამაში AI: The Somnium Files დააანონსა. ცნობილია, რომ თამაშზე მუშაობს კოტარუ უტიკოსი, რომელიც გახლავთ Zero Escape-ის რამოდენიმე ნაწილის დირექტორი.

თამაშთან დაკავშირებით პირველი ცნობები გასული წლის გაზაფხულზე გამოვლინდა, თუმცა ანონსამდე თამაში ცნობილი იყო დაფარული სახელწოდებით Project PSYNC. თამაშის მოვლენები ვითარდება თანამედროვე და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ დეტექტივი კანამი დატე, რომელიც იძიებს სერიული მკვლელობების საქმეს. დეტექტივს გააჩნია ხელოვნური ინტელექტის მქონე კიბერნეტიკული თვალი, რომლის დახმარებითაც მას შეუძლია მოწმეებისა და ეჭვმიტანილების მოგონებებში იმოგზაუროს და იქ ეძებოს საჭირო სამხილები.

თამაში გამოვა PC, PS4 და Nintendo Switch პლატფორმებზე. მისი გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.