Call of Duty: Black Ops 4-ის სამეფო ბრძოლის რეჟიმს 60 მოთამაშე ეყოლება

41 ნახვები

ქსელში გავრცელდა ინფორმაცია Call of Duty: Black Ops 4-ის ცნობილი რეჟიმის სამეფო ბრძოლის (battle royale) შესახებ. როგორც ირკვევა აღნიშნულ რეჟიმში სხვა ანალოგიური თამაშებთან შედარებით 100-ის ნაცვლად ხელმისაწვდომი 60 მოთამაშე იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა პორტალზე reddit. ინფორმაცია გაავრცელა მომხმარებელმა jerm500, რომელმაც წარმოადგინა კადრი თამაშის წინასწარი შეკვეთიდან სადაც აღნიშნულია, რომ მრავალმომხმარებლურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება 2-დან მაქსიმუმ 60 მოთამაშემდე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოთამაშეთა მოსაზრებები გაიყო და ზოგის აზრით ამაში უცნაური არაფერია, რადგან თუ Fortnite-სა და PUBG-ს მაქსიმალური ზღვარი აქვთ 100 მოთამაშეზე ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული რაოდენობა სტანდარტად დამკვიდრდა. გარდა ამისა თავად თამაშის რუკა საკმაო ზომისაა რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის პროცესი ხანგრძლივი იქნება და მოთამაშეთა რაოდენობა მასზე ზემოქმედებას არ მოახდენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემქმნელები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 12 ოქტომბრისათვის, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.