მომავალში Assassin’s Creed-ში შესაძლოა რამოდენიმე ისტორიული ეპოქა იყოს ხელმისაწვდომი

21 ნახვები

კომპანია Ubisoft-მა გაამხილა საკუთარი მოსაზრებები და სურვილები მომავალი თაობის კონსოლებთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის ცნობილ თამაშს Assassin’s Creed-ს უკავშირდება.

კომპანიის კრეატიულმა ვიცე პრეზიდენტმა ლიონელ რეინოუდმა ისაუბრა მათი ყველაზე წარმატებული და უდიდესი თამაშის Assassin’s Creed-ის მომავალი განვითარების შესაძლებლობებზე. ლიონელის თქმით, მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდება ახალი თაობის კონსოლური პლატფორმები შემქმნელებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ერთ თამაშში ერთდროულად რამოდენიმე ისტორიული ეპოქა გახადონ ხელმისაწვდომი, რომლის არჩევაც მოთამაშეებს თავისუფლად შეეძლებათ ანიმუსის დახმარებით.

ლიონელის თქმით აღნიშნული გადაწყვეტა მომავალში შემქმნელებს შესაძშლებლობას მისცემს, რომ თამაშის გამოსვლის შემდეგ მან მიიღოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ახალი ისტორიული ეპოქების დამატებების სახით.

როგორც იცით უახლოეს მომავალში ვიხილავთ თამაშის სერიის ახალ ნაწილს, Assassin’s Creed: Odyssey-ს, რომელიც გამოდის 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.