გამოქვეყნდა Dead Frontier 2-ის სარელიზო ტრეილერი

32 ნახვები

კომპანია Creaky Corpse-მა წარმოდგვიდგინა ზომბი აპოკალიფსისა და გადარჩენის ჟანრის ონლაინ თამაშის Dead Frontier 2-ის სარელიზო ტრეილერი.

ტრეილერში შემქმნელებმა გვიჩვენეს ბურუსში გახვეული სამყარო, რომელიც სავსეა შემზარავი ზომბებით. კადრებზე ვხედავთ, როგორც სტანდარტულ ზომბებს, ასევე სხვა და სხვა ტიპის და ზომის მუტანტებს. თამაშში შესაძლებლობა გექნებათ ითამაშოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად. შემქმნელები გვპირდებიან მოთამაშეზე ორიენტირებულ ეკონომიკას, სხვა და სხვა სახის ნაძარცვს, თუმცა თამაშში იქნება საბრძოლო მასალის ნაკლებობა რაც თამაშს უფრო გაართულებს.

თამაში ნაადრევი სტადიით Steam-ის ონლაინ მაღაზიაში 2018 წლის 31 აგვისტოს გამოვა. თამაში იქნება უფასო, თუმცა ექნება შიდა ვაჭრობის სისტემა, მაგრამ შემქმნელების თქმით ფული მოთამაშეებს არ მისცემს უპირატესობას, რადგან ფულით მხოლოდ გარეგნული დეტალების შეძენა იქნება ხელმისაწვდომი. თამაშის გამოსვლის შემდეგ შემქმნელები გამოუშვებენ განახლებას, რომელიც თამაშში დაამატებს ბაზების მშენებლობის შესაძლებლობას.