Darwin Project უფასო გახდა

27 ნახვები

სამეფო ბრძოლის (Battle Royale) ჟანრის თამაშის Darwin Project-ის მიღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი PC და Xbox One პლატფორმებზე, რადგან შემქმნელების გადაწყვეტილებით თამაში უფასო გახდა. თამაშის შემქმნელი გახლავთ კომპანია Scavengers Studio. შემქმნელების თქმით მათ დასაწყისშივე (2018 წლის მარტი) სურდათ თამაში ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. მათ მადლობა გადაუხადეს იმ მოთამაშეებს ვინც იყიდა თამაში და საჩუქრად გადასცეს კოსმიური ნივთების კომპლექტი და სკინები იარაღებისათვის. ასეთივე ნაკრების ყიდვა ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

თამაში აერთიანებს გადარჩენისა და სამეფო ბრძოლის (Battle Royale) ჟანრის ელემენტებს. მოთამაშეები ჩნდებიან რუკაზე ნაჯახებით და მშვილდებით შეიარაღებულები. თამაშს აქვს საინტერესო თავისებურბა. მასში ერთ-ერთ მოთამაშეს საშუალება ეძლევა გახდეს მატჩის რეჟისორი და უამრავი შესაძლებლობების არსენალის დახმარებით რომელიმე მოთამაშეს გაუადვილოს თამაში ანდა საერთოდ ჯოჯოხეთად უქციოს.

თამაში როგორც ზემოთ მოგახსენეთ გახლავთ სრულიად უფასო და მისი მიღება შესაძლებელია PC და Xbox One პლატფორმებზე.