Amazon-ის იტალიურ რეგიონზე მომხმარებლებმა Splinter Cell-ის ახალი გვერდი აღმოაჩინეს

15 ნახვები

კომპანია Ubisoft-ის ცნობილ და ბევრისათვის საყვარელ თამაშ Splinter Cell-ის გაგრძელებასთან დაკავშირებით აქამდე შემქმნელებს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ონლაინ მაღაზია Amazon-ის იტალიურ რეგიონზე გამოჩნდა თამაშის გვერდი.

აღნიშნული ინფორმაცია გამოჩნდა ფორუმზე ResetEra. Amazon-ზე თამაშის სამი სხვა და სხვა გვერდი დევს, მათგან ერთ-ერთზე კი აღნიშნულია, რომ თამაში გამოდის ყველა აქტიურ პლატფორმაზე, PC, PS4 და Xbox One-ზე. ამასთანავე გვერდზე მითითებულია თამაშის გამოსვლის თარიღი, რომელიც გახლავთ 2019 წლის 31 დეკემბერი. ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნულ ფორუმზე ასევე დაიწერა Bloodborne 2-ისა და Sunset Overdrive 2-ის გვერდების აღმოჩენის შესახებ, თუმცა ამ დროისათვის ყველა არსებული გვერდი წაშლილია.

Splinter Cell ცოტა ხნის წინ კონკრეტულად კი მაისის თვეში კანადურ მაღაზია Walmart-ზეც გამოჩნდა. მაშინ მოთამაშეები და ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ თამაშს Ubisoft Е3 2018-ის გამოფენაზე გვიჩვენებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.