შემქმნელებმა Fear the Wolves-ის სისტემური მოთხოვნილებები გამოაქვეყნეს

23 ნახვები

კომპანიებმა Vostok Games-მა და Focus Home Interactive-მა წარმოგვიდგინეს ახალი სამეფო ბრძოლის (Battle Royale) ჟანრის თამაშის Fear the Wolves-ის სისტემური მოთხოვნილებები.

Fear the Wolves გახლავთ კარგად ნაცნობი Battle Royale-ის ჟანრის თამაში, რომელიც გადაწყვეტილია პირველ პირში. თამაშის მოვლენები პოსტაპოკალიფსური უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ვითარდება. თამაშში წინააღმდეგობას სხვა მოთამაშეებთან ერთად, ველური ცხოველები, ანომალიები და არაპროგნოზირებადი ამინდიც გაგიწევთ. მოთამაშის მთავარი მიზანია დარჩეს ცოცხალი და დატოვოს ჩერნობილი ერთადერთი ვერტმფრენით, რომელიც მხოლოდ ერთ მგზავრს გადაარჩენს. თამაშში იქნება რეალურად არსებული იარაღები. საუკეთესო აღჭურვილობის და შეიარაღების მისაღებად კი თქვენ მოგიწევთ რადიაციულად სახიფათო ადგილების მონახულება. იმისათვის რომ ასეთ ადგილებში ცოცხალი გადარჩეთ საჭიროა იქონიოთ სპეციალური დამცავი კოსტუმი. თამაშში იქნება ავტომობილებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შესაძლებლობა.

თამაში მუშავდება Unreal Engine 4-ის ძრავზე. სათამაშო ტერიტორიის ზომა შეადგენს 25 კვადრატულ კილომეტრს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ანომალიებისა და რადიაციული ზონების ადგილმდებარეობა ყოველი მატჩის დროს შეიცვლება. აქედან გამომდინარე, თამაში იქნება არაპროგნოზირებადი და უნიკალური.

თამაშის სისტემური მოთხოვნილებები კი ასე გამოიყურება

მინიმალური:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i3-2130 ან AMD FX-4100 3.4 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GeForce GTX 650 Ti ან AMD Radeon R7 260 c 1 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 16 გბ

რეკომენდირებული:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i7-3930K ან AMD Ryzen 5 1600 3.2 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 გბ
  • ვიდეო დაფა: Nvidia GeForce GTX 970 ან AMD Radeon R9 390 4 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 16 გბ

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ბოლოსთვის. PC პლატფორმაზე, ხოლო მოგვიანებით თამაშის კონსოლურ პლატფორმებზე გამოსვლაც იგეგმება. სულ მალე კი PC პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თამაშის წინასწარი ვერსიით ისარგებლონ.