სამაგიდო თამაში The Witcher-ის სამყაროზე უკვე მზადაა

59 ნახვები

კომპანია R. Talsorian Games-მა დაასრულა მუშაობა პროექტზე The Witcher Role-Playing Game. პროექტი გახლავთ პირველი სამაგიდო თამაში The Witcher-ის სამყაროზე.

თამაშის ანონსი ჯერ კიდევ 2015 წელს შედგა და მისი გამოსვლა დაგეგმილი იყო ერთი წლის შემდეგ, თუმცა თამაშის პერსონაჟების ქაღალდზე გადატანის სამუშაოები დიდხანს გაგრძელდა. ამ დროისათვის პროექტი უკვე მზადაა დასაბეჭდად. დასაწყისში თამაშის შეზღუდული რაოდენობის გამოსვლა იგეგმება. მისი ყიდვა შესაძლებელი იქნება ყოველწლიურ ფესტივალზე GenCon, რომელიც 2-დან 5 აგვისტოს ჩათვლით ამერიკის ქალაქ ინდიანაპოლისში გაიმართება. თამაშის კონვენციის დასრულების შემდეგ იგი R. Talsorian-ის მაღაზიაშიც გაიყიდება, როგორც ფიზიკური ასევე ციფრული ვერსიით pdf ფორმატში. თამაში ხელმისაწვდომი იქნება სხვა და სხვა ენებზე.

The Witcher Role-Playing Game მოთამაშეებს საშუალებას მისცემს შექმნან ცნობილი პერსონაჟები The Witcher-ის სამყაროდან და საკუთარი სურვილისამებს მოირგონ ისინი. თამაში იყენებს Fuzion-ის წესების ნაკრებს, რომელიც ცნობილია სამაგიდო თამაშიდან Cyberpunk 2020. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება სხვა და სხვა რიტუალები, წყევლის შელოცვები, აღჭურვილობა და ნივთები The Witcher-ის ყველა სერიიდან.