რუსულმა სტუდია Team Rezonans-მა Orange Cast-ის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა

32 ნახვები

რუსულმა სტუდია Team Rezonans-მა გამოაქვეყნა ფანტასტიკური ჟანრის თამაშის Orange Cast-ის სათამაშო პროცესის ტრეილერი. თამაშის შექმნისას შემქმნელების შთაგონების წყაროდ იქცა ცნობილი თამაში Mass Effect-ის და სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სერიალი ესკალაცია (The Expanse).

ტრეილერში შემქმნელები ახდენენ თამაშის ამჟამინდელი მდგომარეობის დემონსტრირებას. თამაში გახლავთ მოქმედებითი ჟანრის, რომელიც წარმოდგენილია მესამე პირში. თამაშში ძირითადი აქცენტი გადატანილია სიუჟეტურ ხაზზე. მოთამაშეებს ელოდებათ რამოდენიმე საინტერესო უცხოპლანეტური სამყარო, რომლებშიც ბევრ კარგად დამუშავებულ NPC-ის შეხვდებით.

თამაშის მოვლენები ვითარდება 2046 წელში, რომელშიც კაცობრიობა სერიოზულ ერენგეტიკულ კრიზისში აღმოჩნდება. ადამიანებმა დაიწყეს თავის გადარჩენისათვის ბრძოლა. პლანეტა სანდორუმი კი იბრძვის რათა მოიპოვოს დამოუკიდებლობა. მოთამაშე მოირგებს ოქტავიან საილერის დაცვის როლს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სახიფათო გამოძიებაში, რათა ძალაუფლება კორპორაციებმა არ ჩაიგდონ ხელში. თამაშში კარგად არის დამუშავებული ახლო ბრძოლის წარმოების სისტემა.

თამაში უკვე 5 წელია რაც მუშავდება, თუმცა დღემდე არ აქვს გამოსვლის თარიღი. თამაში მუშავდება Unreal Engine 4-ის ძრავაზე, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებისათვის.