მოგწონთ გიგანტური რობოტები და Co-op? ნახეთ Override-ის ტრეილერი

37 ნახვები

თუ თქვენ ხართ გიგანტურ რობოტთა ბრძოლების, განადგურებისა და Co Op Mode-ების მოყვარული, მაშინ Override: Mech City Brawl-მა შეიძლება დაგაინტერესოთ.

მიმოხილვა

Override არის Mech Brawler, რომელშიც თქვენ ,რამდენიმე განსხვავებულ რეჟიმში, იბრძვით სხვადასხვა, სრულიად განადგურებად არენაზე. თითო არენა ერთ-ერთ რეალურ ლოკაციაზეა დაფუძნებული – მათ შორის : სან ფრანცისკო, ტოკიო, მექსიკა და ეგვიპტე.

თამაშს აქვს PvP ( 1 vs 1 ან 2 vs 2), კოოპერატიული და სოლო კამპანიის რეჟიმები.

Co-op

კოოპერატიულ რეჟიმში მონაწილეობს 2-დან 4 მოთამაშემდე. აქ საინტერესო ისაა, რომ ყოველი მოთამაშე ერთსა და იმავე Mech-ის რამე კონკრეტულ ნაწილს აკონტროლებს (a la Power Rangers) – ერთი პილოტია, მეორე ფეხებს აკონტროლებს, მესამე – მარცხენა ხელს, მეოთხე – მარჯვენა ხელს.

ლოკალური და ონლაინ Multiplayer

კოოპერატიული და PvP რეჟიმები შეგიძლიათ როგორც ონლაინში, ასევე ლოკალურად (split screen) გამოსცადოთ.

სისტემური მოთხოვნები

ცნობილი გახდა ასევე თამაშის მინიმალური სისტემური მოთხოვნები.

ოპერაციული სისტემა : Windows 7/8.1/10 (64 ბიტიანი)
პროცესორი: Intel Core i5-760 2.8 GHz / AMD Athlon X4 740 3.2 GHz
მეხსიერება: 8 GB RAM
გრაფიკული ბარათი: NVIDIA GeForce GTX 660 (2 GB VRAM) / AMD Radeon HD 7870 (2 GB VRAM)
DirectX: ვერსია 11
დისკზე თავისუფალი სივრცე: 5 GB

Override : Mech City Brawl გამოდის XONE-ზე, PS4-სა და PC-ზე ამავე წლის 4 დეკემბერს. მანამდე შეგიძლიათ დახურული ბეტისთვის დარეგისტრირდეთ, რომელიც 10-დან 12 აგვისტომდე გაიმართება. ქვემოთ შეგიძლიათ ანონსის ტრეილერის და სკრინშოტების გადახედვა. Enjoy!