PUBG-მა Fortnite-ის მიმართ სასამართლოში შეტანილი საჩივარი გააუქმა

51 ნახვები

როგორც იცით ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Korea Times-მა განაცხადა, რომ ცნობილმა პოპულარულმა თამაშმა PlayerUnknown’s Battlegrounds-მა ჯერ კიდევ ამ წლის იანვარში თამაშს Fortnite Battle Royale-ს უჩივლა. როგორც იცით, აღნიშნული თამაშები ჟანრობრივად აბსოლუტურად ერთნაირი გახლავთ. როგორც PUBG Corp იუწყება Fortnite Battle Royale-ის შემქმნელები თამაშში იყენებენ სტუდიის შემუშავებულ გარკვეულ დეტალებს, ასევე სხვა და სხვა ელემენტებს თამაშის მრავალმომხმარებლური ინტერფეისიდან, მატჩების სტრუქტურას და ელემენტებს თავად სათამაშო პროცესიდან.

ამ კვირის დასაწყისში კი PUBG Corp-ის წარმომადგენლებმა Epic Games-ის ადვოკატებს გაუგზავნეს შეტყობინება, რომ ყველანაირ საჩივარს ხსნიან. სასამართლოში კი პლაგიატის საქმე უკვე დაიხურა. აღნიშნულთან დაკავშირებით არც ერთი მხარე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ თამაში PlayerUnknown’s Battlegrounds 2017 წლის 20 დეკემბერს გამოვიდა, ხოლო Fortnite Battle Royale კი ადრეული სტადიით 2017 წლის 26 სექტემბერს. როგორც იცით აღნიშნული თამაშები მუშაობენ ერთი და იგივე სათამაშო ძრავაზე, Epic Games-ის Unreal Engine 4-ზე.