Lemondo

17 ნახვები

   Lemondo გახლავთ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც ქმნის და უშვებს თამაშებსა და აპლიკაციებს მობილური პლატფორმებისათვის. კომპანიამ 2010 წლიდან უამრავი საინტერესო ნაწარმი შექმნა. მათ პროდუქციას გააჩნია 100 მილიონია ჩამოტვირთვების მაჩვენებელი, ყოველდღიური 150 000 მომხმარებელი და რეირინგი 4.5-დან 5-მდე.

საქმიანი და საინფორმაციო კონტაქტი:

პროექტები

Wikings

თამაში გახლავთ 2დ პლატფორმერი და გათვლილია 1-დან 4 მოთამაშეზე, რომელიც მოთამაშეებს უნიკალურ და განსხვავებულ ვიკინგების სამყაროში ამოგზაურებს. თამაშში შეხვდებით სხვა და სხვა იარაღებს, პერსონაჟებს და მტრებს, რომლებიც თამაშის პროცესს საინტერესოსა და სახალისოს გახდის.

თამაში გამოვიდა 2016 წლის 28 ოქტომბერს, PC (Steam) და PS4 პლატფორმებზე.

 

Split Master

თამაში გახლავთ განსხვავებული სხვა ანალოგებისაგან. მოთამაშეებს მოუწევთ საკუთარი თავის კონტროლი და შინაგანი გამძლეობის გამოცდა, რათა საბოლოოდ უმაღლეს საფეხურს მიაღწიონ.

თამაში გამოვიდა 2018 წლის 30 აპრილს, android და IOS პლატფორმებზე.

 

Pixel Hunter

თამაში გახლავთ 3D side-scroller, რომელიც შესრულებულია Voxel-ისა და 8Bit-ის სტილში. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ მონადირე, რომლის იარაღებიც სხვა და სხვა ცხოველებმა გადამალეს. მოთამაშის დავალება კი ყველა მათგანის დაბრუნებაა.

თამაში პირველად 2014 წლის 18 ივლისს PC (Steam) პლატფორმაზე გამოვიდა,  2015 წლის 20 ნოემბერს PS Vita-ზე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს თამაში Android პლატფორმამაც მიიღო.

 

KITE SURFER

თამაშში თქვენ მოირგებთ ახალგაზრდა სერფერის როლს, რომლის დახმარებითაც ზაფხულის ულამაზეს დღეს თქვენ მოგიწევთ ზღვის სანაპიროზე სრიალი. იმისათვის რომ დაფაზე დარჩეთ თქვენ თავი უნდა აარიდოთ წყალში შემხვედრ ნავებს, ყუთებს და კლდეებს. ულამაზესი და რეალისტური გრაფიკის დახმარებით კი თამაში სასიამოვნო და სახალისო შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

თამაში გამოვიდა 2016 წლის 28 ოქტომბერს, Android და IOS პლატფორმებზე.

 

Lumberjack 3D

თამაშში თქვენ მოგიწევთ რაც შეიძლება მეტი ხის მოჭრა, პროცესში კი თავი უნდა აარიდოთ ხის ტოტებს. თამაშში ხელმისაწვდომია სხვა და სხვა პერსონაჟები, რომლებსაც პერიოდულად გახსნით. თამაში შესაძლებელია როგორც მარტო ასევე მრავალმომხმარებლურ რეჟიმში.

თამაში გამოვიდა 2014 წლის 15 ნოემბერს. IOS პლატფორმაზე.

 

Catch The Pig

Catch The Pig გახლავთ სათავგადასავლო ჟანრის მქონე თამაში სასიამოვნო გრაფიკითა და გახმოვანებით. თქვენი მოვალეობაა თავი აარიდოთ გზაზე შემხვედრ დაბრკოლებებს და მაქსიმალურად მიუახლოვდეთ გოჭს რათა მისი დაჭერა შესძლოთ.

თამაში გამოვიდა 2014 წელს, IOS პლატფორმაზე.

 

Cylinder Game

თამაში დაფუძნებულია დაუსრულებელ რიტმზე, რომელსაც გააჩნია საოცრად ჩამთრევი სათამაშო პროცესი. ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თითის დაჭერით თქვენ აკონტროლებთ ცილინდრს, რათა არ დაკარგოთ ბურთი და არ დაკარგოთ რიტმი. რაც უფრო მაღალ საფეხურს აღწევთ რიტმი მით უფრო სწრაფდება.

თამაში გამოვიდა 2015 წლის 7 თებერვალს IOS პლატფორმაზე და გახლავთ საუკეტესო ახალი თამაშის ტიტულის მფლობელი მუსიკალურ კატეგორიაში.