HappyBat

38 ნახვები

Happy Bat Games გახლავთ თამაშების პატარა სტუდია, რომელიც ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა დეველოპერების ძალისხმევით 2017 წლის თებერვლის თვეში დაარსდა.

ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ მსოფლიოში ცნობილი სტუდია და გაგვეხსნას ახალი გზები მსოფლიოს თამაშების ინდუსტრიაში. ჩვენ გვჯერა, რომ სურვილი, მძიმე შრომა, დაუღალავი პოზიტივი და მცირე იუმორი სასიამოვნო და უნიკალურ გამოცდილებას მისცემს ჩვენს საზოგადოებას.

  • საინფორმაციო და საქმიანი კონტაქტი: pr@happybat.com
  • ტელეფონი: +995 599 920622
  • ვებ საიტი: happybat.com
  • სოციალური ქსელები: Twitter  Facebook  YouTube

პროექტები

Mad Farm გახლავთ VR თამაში, სადაც თქვენი მოვალეობაა დარჩეთ ცოცხალი, დაზომბირებული ცხოველების გარემოცვაში. ნებისმიერი დღე, რომელსაც ფერმაში გაატარებთ არ იქნება სასიამოვნო, რადგან მოგიწევთ უგუნური ცხოველების ჯგუფთან დაპირისპირება. ქათმები თქვენს მოსაკლავად თვითმკვლელობაზეც კი არ დაიხევენ უკან, ხოლო ხარები საკუთარ რქებზე რბილად, რომ ვთქვათ თქვენს შემოსმას შეეცდებიან. თამაშს გააჩნია როგორც სიუჟეტურუ, ასევე არკადული და შემსწავლელი რეჟიმი. თამაშში ხელმისაწვდომია 3 სადაც ასევე შედის ბოსთან ბრძოლა. თამაში გამოვიდა 2018 წლის 10 მარტს, PC (Steam) პლატფორმაზე.

 

VR Table Sports გახლავთ სპორტული სამაგიდო თამაშების კრებული, რომელშიც შედის Foosball, Ping-pong და Air Hockey. შემქმნელების თქმით მომავალში თამაშის განახლებას გეგმავენ, რაც თამაშს დამატებით სხვა სამაგიდო თამაშებს შემატებს. თამაში გამოვიდა 2017 წლის 17 აგვისტოს, PC (Steam) პლატფორმაზე.