Warframe-ის ახალი Open World და კოსმიური ხომალდები

111 ნახვები

Warframe-სთვის განკუთვნილ TennoCon 2018-ზე შემქმნელებმა რამდენიმე სამომავლო გეგმა გაამხილეს. მათ შორის აღსანიშნავია ორი ამბიციური ახალი გაფართოება.

Fortuna

ალბათ, გემახსოვრებათ 2017 წლის განახლება Plains of Eidolon, რომელმაც თამაშს Open World არეალი მოუვლინა. Fortuna-მაც, ანალოგიურად, ახალი Open World უნდა დაამატოს – ვენერაზე მდებარე The Orb Vallis. მას მოჰყვება კიბერპანკური მიწისქვეშეთი, Fortuna, რომელიც ახალი Solaris United ფრაქციისთვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.

მიწისქვეშეთი Fortuna და ახალი ფრაქცია – Solaris United.

მას შემდეგ, რაც Fortuna-ში საჭირო ნივთებს შეიძენთ, ელევატორის მეშვეობით ვენერას ზედაპირზე ამოსვლა შეგიძლიათ. აქ კიდევ არაერთი არჩევანი გეძლევათ – ახალი Hoverboard-ით ადგილების დათვალიერება, ეგზოტიკური ცხოველების დაჭერა, სხვადასხვა Quest-ის აღება და მეტიც.

დაათვალიერეთ ვენერა ახალი Hoverboard-ით.

Codename : Railjack

მეორე გაფართოებას, Codename : Railjack-ს, ახალი ტიპის ბრძოლები შემოაქვს. ჩამოაყალიბეთ თქვენი ეკიპაჟი, მართეთ საბრძოლო სადგურები, ჩაერთეთ კოსმიურ ბრძოლებში და დაარბიეთ მოწინააღმდეგეთა გემები.

Railjack-ის გამოძახება.

ვენერის ზედაპირიდანვე შეძლებთ თქვენი ხომალდის, ე.წ. Railjack-ის გამოძახებას და კოსმოსში გადასვლას. წარმატებისთვის, ეკიპაჟის ყველა წევრს მოვალეობების განაწილება მოუწევს – პილოტირება, იარაღების მართვა, სხვადასხვა სისტემის გამართვა. მტრის გემის დარბევისას გევალებათ რეაქტორის გამოტანა და გაქცევა, სანამ გემი არ აფეთქდა.

Space travel.

Fortuna წელს გამოდის. Codename : Railjack-ის გამოსვლის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. ქვემოთ შეგიძლიათ ორივეს სრული სადემონსტრაციო ვიდეო და რამდენიმე სკრინშოტიც იხილოთ. Enjoy!