Warface მალე კონსოლურ პლატფორმებზეც გამოვა

46 ნახვები

ცნობილი უფასო მრავალმომხმარებლური, პირველი პირის შუთერი Warface მალე კონსოლური პლატფორმის მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

2018 წლის აგვისტოს თვეში გაიმართება თამაშის დახურული ბეტა ტესტირება PS4 პლატფორმაზე, ხოლო სექტემბრის თვეში ტესტირებას Xbox One პლატფორმაც შეუერთდება. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი, თამაშის ოფილიალურ საიტზე. რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ რომელი პლატფორმით გსურთ მონაწილეობის მიღება.

კონსოლურ პლატფორმებზე თამაში ხელმისაწვდომი იქნება სრული ვერსიით. თამაშში იქნება ყველა არსებული რეჟიმი, როგორც მრავალმომხმარებლური ბრძოლები, ასევე კოოპერატიული დავალებები და სხვა და სხვა ღონისძიებები. თამაშში რა თქმა უნდა იქნება ოთხი ნაცნობი კლასი: ექიმი, მოიერიშე, სნაიპერი და ინჟინერი.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2012 წლის 12 აპრილს, PC პლატფორმაზე, ხოლო კონსოლური პლატფორმები კი თამაშს 2018 წლის შემოდგომით მიიღებენ.