Crash Bandicoot N. Sane Trilogy-მ HDR მხარდაჭერა და უფასო დამატება მიიღო

41 ნახვები

როგორც იცით ყველა მოთამაშისათვის ცნობილი და საყვარელი თამაში Crash Bandicoot N. Sane Trilogy 2016 წლის 3 დეკემბერს გამოვიდა, რომელიც გახლდათ PS4 პლატფორმის დროიებითი ექსკლუზივი. ახლა კი აღნიშნული თამაში უკვე ხელმისაწვდომია როგორც PC ასევე Xbox One და Nintendo Switch პლატფორმებზე.

რაც შეეხება თამაშის PS4-ის ვერსიას, მან მიიღო HDR გაფართოების მხარდაჭერა, ასევე განახლების 1.06-ის მეშვეობით გაუმჯობესდა თამაშის ჩატვირთვის სისტემა და რაც ყველაზე სასიხარულოა მოთამაშეებმა მიიღეს ახალი უფასო დამატება Future Tense. ასევე უფასო გახდა ძველი დამატება Stormy Ascent, რომელიც გასულ ზაფხულს უფასო ჩამოტვირთვაში დროებით იმყოფებოდა. აღნიშნული დამატებები ჩაშენებული იქნება PC, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმების ვერსიებში.