გამოქვეყნდა F1 2018-ის სისტემური მოთხოვნილებები

24 ნახვები

როგორც იცით Codemasters-ის ცნობილი სარბოლო ჟანრის თამაში F1 2018 სულ მალე 24 აგვისტოს გამოვა. შემქმნელებმა კი უკვე გახსნეს თამაშის გვერდი Steam-ის ონლაინ მაღაზიაში, სადაც უკვე ხელმისაწვდომია თამაშის სისტემური მოთხოვნილებების ხილვა.

თამაშის ფანებს უკვე შეუძლიათ მისი წინასწარი შეძენა. მყიდველებისათვის უკვე ხელმისაწვდომია სპციალური გამოშვება F1 2018 Headline Edition , რომელშიც საჩუქრად მიიღებენ Headline Content DLC-ის. აღნიშნული დამატებიდან მოთამაშეები მიიღებენ ექსკლუზიურ ბოლიდებს: Brawn GP-001 და Williams FW25, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს F1-ის 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.

თამაშის სისტემურიმოთხოვნილებები კი ასე გამოიყურება

მინიმალური:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 7, Windows 8, Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i3 2130 ან AMD FX 4300
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GT 640 ან AMD HD 7750
  • DirectX 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 50 გბ

რეკომენდირებული:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 7, Windows 8, Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: Intel Core i5 8600K ან AMD Ryzen 5 2600X
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM
  • გრაფიკული ბარათი: Nvidia GTX 1060 ან AMD RX 580
  • DirectX 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 50 გბ

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თამაში გამოდის 2018 წლის 24 აგვისტოს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.