სტივ დიტკო, Spider Man-ის დამაარსებელი, გარდაიცვალა

44 ნახვები

კომიქსების ლეგენდარული მწერალი და ილუსტრატორი, სტივ დიტკო, 29 ივნისს თავის ბინაში მკვდარი იპოვეს.

დიტკო იყო ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე. სტენ ლისთან ერთად, მან კომიქსების სამყაროს Spider Man მოუვლინა. უფრო კონკრეტულად, მას სპაიდის კოსტუმის დიზაინი მიეკუთვნება. ასევე, დიტკოს წილი უძღვის სპაიდის რამდნიმე კლასიკური ბოროტმოქმედის დაარსებაშიც – Green Goblin, Sandman, Doc Ock და The Lizard. 1963 წელს დიტკომ Doctor Strange-ის პერსონაჟიც გამოიგონა. მოგვიანებით, მხატვარი DC Comics-შიც მუშაობდა.

სტივ დიტკო. Credit : Marvel Comics

დიტკოს არ უყვარდა მედიის ყურადღება, რის გამოც ის ბევრისთვის სტენ ლის მსგავსად ადვილად საცნობი პიროვნება არ იყო. ინტერვიუებზე ხშირად უარს აცხადებდა. მიუხედავად ამისა, თავის საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდებოდა. The Hollywood Reporter-ის თქმით, ის სამწერლო და სამხატვრო საქმიანობას თავის უკანასკნელ წლებშიც ეწეოდა.

კომიქსებში Spider-Man-ისა და Doctor Strange-ის პირველი გამოჩენები. Credit : Marvel Comics