Red Faction: Guerrilla Re-Mars-tered უკვე ხელმისაწვდომია

26 ნახვები

რამოდენიმე საათის წინ კომპანია THQ Nordic-მა Red Faction: Guerrilla-ს განახლებული ვერსია Re-Mars-tered გამოუშვა.

აღნიშნული ვერსია ხელმისაწვდომია PC, PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე. თამაშმა მიიღო გაუმჯობესებული 4K გაფართოება, სრულად განახლებული გრაფიკულ მახასიათებლები, გაუმჯობესებული განათება, ჩრდილები და ეფექტები, ხოლო Xbox One X-ის მომხმარებლები კი მიიღებენ დამატებითი ფუნქციების კომპლექტს.

შემქმნელები PC პლატფორმის მომხმარებლებს სასიამოვნო საჩუქარს სთავაზობენ. მათ ვისაც Steam-ისონლაინ მაღაზიაში უკვე ნაყიდი აქვთ თამაშის ორიგინალი ვერსია, საჩუქრად მიიღებენ განახლებულ ვერსას Red Faction Guerrilla Re-Mars-tered-ს სრულიად უფასოდ.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი თამაში Red Faction Guerrilla გამოვიდა 2009 წლის 2 ივნისს და ხელმისაწვდომი იყო PlayStation 3, Xbox 360-სა და PC პლატფორმებზე.