Netflix საკუთარ პროგრამირებაზე წელს 13$ მილიარდს დახარჯავს

39 ნახვები

წელს Netflix ორიგინალურ პროგრამირებაში (ფილმები, სერიალები და ა.შ.) 13$ მილიარდიანი ინვესტიციის შეტანას გეგმავს, რაც ჰოლივუდის ყველა სტუდიის წლევანდელ ინვესტიციას აღემატება.
კინოსამყარო ვითარდება, და Netflix-ის Streaming სერვისი მომავლის მიდგომას წარმოადგენს.

არამარტო ეგ – წელს კომპანია თავის სერვისზე ჯამში 82 ფილმისა და სერიალის დადებას აპირებს. აქედან 39 კი მისი ორიგინალური შემოქმედებიდან იქნება. ეს რაოდენობაც ბევრად დიდია ჰოლივუდის ნებისმიერ სტუდიასთან შედარებით. ყველაფერი პერსპექტივაში რომ ჩავსვათ, Disney-ს მხოლოდ 10 ფილმისა და სერიალის გამოშვება აქვს დაგეგმილი, Warner Bros-ს კი 23-ის.

Stranger Things – Netflix-ის ერთ-ერთი დიდი წარმატება.

ფილმების თეატრალური რელიზებიდან მიღებული შემოსავალი ნელ-ნელა კლებულობს, Streaming მიდგომა კი დროდადრო მეტ პოპულარობას იძენს. ამას კინოინდუსტრიის გიგანტებიც ამჩნევენ და  თავიანთი საკუთრების სხვა სერვისებზე გამოქვეყნების ნაცვლად ისინი საკუთარი სერვისების დაწყებას აპირებენ. მაღალი ალბათობით, ეს Netflix-ის უფრო აგრესიული მიდგომის ერთ-ერთი მიზეზია.

რათქმაუნდა, კომპანიას მოგება ჯერ არ უნახავს – მას ჯერჯერობით 8.5$ მილიარდიანი ვალი აქვს. მაგრამ, მისი მომხმარებლების ბაზა სწრაფი ტემპით იზრდება (წელს კომპანიამ ჯერჯერობით 7.5 მილიონი ახალი მომხმარებელი შეიძინა) და მომავალში მოგების მიღება პრაქტიკულად გარდაუვალია. Goldman Sachs-ის ვარაუდით, Netflix-ის ყოველწლიური ბიუჯეტი 2022 წელს 22.5$ მილიარდს გაუტოლდება.

კონკურენცია ნებისმიერ ინდუსტრიას წინ სწევს. ვიმედოვნოთ, რომ Disney-ც და სხვა კომპანიებიც თავიანთ მომავალ Streaming სერვისებში ანალოგიურად დიდ ინვესტიციებს შეიტანენ.

Disney-ს ფილმები მალე კომპანიის საკუთარ Streaming სერვისზე გადავა.