შემქმნელებმა The Witcher 4 შესაძლოა ciri-ს მიუძღვნან

70 ნახვები

მსახიობმა დაგ კოკლიმ, რომელიც გახლავთ საოცარი The Witcher 3: Wild Hunt-ის ცნობილი პერსონაჟის გერალტის გამხმოვანებელი, თამაშის ფანებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო მის მეოხე ნაწილთან დაკავშირებით.

კოკლის თქმით შემქმნელები აუცილებლად დაუბრუნდებიან Witcher-ის სამყაროს და მომავალში მის ახალ ნაწილს წარმოგვიდგენენ. მსახიობის თქმით The Witcher 4 იქნება სრულიად ორიენტირებული ერთ-ერთ ცნობილ და უმშვენიერეს პერსონაჟ ცირიზე. შემქმნელები ყურადღებას გაამახვილებენ მის დროსა და სივრცეში გადაადგილების უნიკალურ შესაძლებლობაზე და მოთამაშეებს საშუალებას მისცემენ იმოგზაურონ სრულიად განსხვავებულ სამყაროებში. შემქმნელები საკუთარ ფანტაზიებს თამაშის მომავალ ნაწილზე მუშაობისას არ შეზღუდავენ და მის მაქსიმალურად რეალიზებას მოახდენენ.

აღნიშნული წარმოდგენა გახლავთ მსახიობის პირადი აზრი და ის ოფიციალურ ინფორმაციად არ შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა შესაძლოა მასში სიმართლეც ბევრია. თავად შემქმნელი პოლონური კომპანია CD Projekt RED ამ დროისათვის მთელი ძალების მობილიზებას Cyberpunk 2077-ზე ახდენს.