შემქმნელები PS4-ის მომხმარებლებს უქმეებზე Onrush-ს უფასოდ სთავაზობენ

19 ნახვები

კომპანია Codemasters მოთამაშეებს საინტერესო აქციას სთავაზობს უქმეებთან დაკავშირებით. მათ ვისაც უყვარს არკადული რბოლები, შემქმნელები უფასოდ სთავაზობენ სარბოლო ჟანრის თამაშს Onrush. აქციის ფარგლებში ჯერ-ჯერობით მხოლოდ PS4-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თამაშის მიღება, ხოლო  აქციას უახლოეს მომავალში Xbox One-ზეც შემოგვთავაზებენ. აქცია დაიწყება 6 ივლისს და 9 ივლისამდე გასტანს. თამაშის მისაღებად უბრალოდ უნდა ეწვიოთ მის გვერდს PS Store-ის ონლაინ მაღაზიას და ჩამოთვირთოთ იგი.

თამაშის განსხვავება სხვა ანალოგიურ პროექტებთან შედარებით ისაა, რომ მასში რბოლები გუნდური პრინციპით მიმდინარეობს და გამარჯვებისათვის საჭიროა გუნდიდან ერთ-ერთი მოთამაშე მაინც მივიდეს ფინიშამდე. მოთამაშეებს მოუწევთ მოწინააღმდეგების განადგურება და სახიფათო ტრიუკების შესრულება რათა გამარჯვება მოიპოვონ ამ შეშლილ რბოლაში.

შეგახსენებთ , რომ თამაში გამოვიდა 2018 წლის 5 ივნისს, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. შემქმნელების განცხადებით ისინი თამაშის PC პლატფომაზე გამოშვებასაც გეგმავენ, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.