შემქმნელები უქმეებზე Destiny 2-ს PC პლათფორმაზე უფასოდ გვთავაზობენ

42 ნახვები

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ შემქმნელებმა ფანტასტიკური, სროლების ჟანრის თამაში Destiny 2 PS4-ის მომხმარებლებს უქმეებზე უფასოდ შეთავაზეს. ამჯერად კი აღნიშნულ აქციას PC პლათფორმაზე იმეორებენ.

მომხმარებლები მიიღებენ თამაშის სრულ ვერსიას, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. თამაშის მიღება შესაძლებელი იქნება Battle.net-ის სერვისის საშუალებით. იმისათვის რომ ისარგებლოთ თამაშით საჭიროა, რომ დარეგისტრირდეთ აღნიშნულ სრევისში. არსებული რეგისტრაციის შემთხვევაში კი უბრალოდ შეხვიდეთ თქვენი ანგარიშით Battle.net-ის სერვისში, იპოვოთ თამაში და აირჩიოთ მისი უფასო ვერსია. აღნიშნული აქცია უკვე დაიწყო (დღეს) და 8 ივლისამდე გასტანს.

მათთვის კი ვინც თამაშის ყიდვას გადაწყვეტს აღნიშნული დროის განმავლობაში თამაში 35% ფასდაკლებით გაიყიდება. თქვენს მიერ განვლილი პროგრესი კი შეინახება და აქციის დასრულების შემდეგ ნაყიდ ვერსიაში თავისუფლად შეძლებთ თამაშის გაგრძელებას.