Rockstar-მა GTA 6-ის გარშემო მომხდარ ბოლო მოვლენებს უპასუხა

112 ნახვები

როგორც იცით რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Rockstar-ის ცნობილი თამაშის GTA V-ის მოთამაშეები თამაშის პროცესში რეგულარულად იღებდნენ ოფიციალურ შეტყობინებას GTA 6-ის გამოსვლის შესახებ, სადაც გამოსვლის თარიღი 2019 წელი გახლდათ. როგორც მომხმარებლები წერდნენ აღნიშნული შეტყობინება GTA Online-ის მოთამაშეებმა თავდაპირველად ძველი თაობის კონსოლებზე PS3-სა და Xbox 360-ზე მიიღეს, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია ახალი თაობის კონსოლებზე PS4-სა და Xbox One-ზეც გამოჩნდა და არც PC ვერსია დარჩა გამონაკლისი. შეტყობინების პირველივე გამოჩენისას მოთამაშეებმა მაშინვე დაიწყეს ფიქრი, რომ აღნიშნული ფაქტი იყო უბრალო ხუმრობა და არანაირი GTA 6 არ გველოდა 2019 წელს.

აღნიშნულ ფაქტს ცოტა ხნის წინ თავად Rockstar-მა ახადა მუქი ფარდა და საკუთარ ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ შეტყობინება იყო უბრალო ხუმრობა რომელიც გაკეთებული იყო მოდის საშუალებით და მას არანაირ ოფიციალურ ინფორმაციასთან არ აქვს კავშირი.

შეგახსენებთ, რომ Grand Theft Auto V 2013 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა ძველი თაობის კონსოლებზე PS3-სა და Xbox 360-ზე, ხოლო მოგვიანებით 2014 წლის 18 ნოემბერს თამაში ახალი თაობის კონსოლებზე PS4-სა და Xbox One-ზეც გამოჩნდა. 2015 წლის 18 აპრილს კი თამაში PC პლატფორმამაც მიიღო რამაც თამაშს მოდების მთელი ქარცეცხლი დაატეხა თავს. თამაში დღემდე აქტუალურია და მის მხარდაჭერას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ შემქმნელები.