Fallout 5 ექნება ტრადიციული ერთ მომხმარებელზე ორიენტირებული სიუჟეტური ხაზი

25 ნახვები

მას შემდეგ რაც კომპანია Bethesda-მ ახალი თამაში Fallout 76 წარმოგვიდგინა, მისმა ჟანრობრივმა განვითარებამ ბევრი მოთამაშე ააღელვა და დაიწყეს ფიქრი, რომ აღნიშნულ ცვლილებას შესაძლოა მომავალში ცნობილი სერიები Fallout 5 და The Elder Scrolls VI-იც დაექვემდებაროს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის შემოქმედებით ხელმძღვანელს ტოდ ჰოვარდს ინტერვიუში ჰკითხეს, რომ შესაძლოა თუ არა მომავალში ცნობილმა თამაშებმაც მიიღონ მრავალმომხმარებლური რეჟიმისაკემ განვითარება. კითხვაზე კი ჰოვარდმა მოთამაშეებს დამამშვიდებელი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ შემქმნელების გუნდისათვის ეს არ გახლავთ ძირითადი მიმართულება და მომავალში აუცილებლად გააგრძელებენ ტრადიციულად ერთ მოთამაშეზე ორიენტირებულ თამაშებზე მუშაობას, თუმცა მათ გააჩნიათ ინერესი ექსპერიმენტული ცვლილებებისადმი ცნობილი თამაშების მიმართ, რამაც გამოიწვია Fallout 76-ისა და მობილური The Elder Scrolls: Blades-ის გამოჩენა.