ცნობილი გახდა PS Plus-ის ივლისის თვის უფასო თამაშების სია

24 ნახვები

კომპანია Sony-იმ გამოაქვეყნა Playstation-ის სერვისის PS Plus-ის გამომწერებისათვის განკუთვნილი უფასო თამაშების სია. როგორც იცით, აღნიშნული სერვისის გამომწერებს Sony ყოველთვიურად სხვა და სხვა თამაშებს სთავაზობს აბსოლუტურად უფასოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე სერვისის გამომწერებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებებით და სხვა და სხვა საინტერესო შემოთავაზებებით ისარგებლონ Playstation  Store-ის ონლაინ მაღაზიაში.

PS Plus-ის ივლისის თვის თამაშების სია კი ასე გამოიყურება :

  • Absolver (PS4)
  • Heavy Rain (PS4)
  • Rayman 3 HD (PS3)
  • Extreme Exorcism (PS3)
  • Space Overlords (PS Vita, PS4)
  • Zero Escape: Zero Time Dilemma (PS Vita)

აღნიშნული თამაშების მიღება 3 ივლისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო 11 ივლისამდე ბონუსის სახით მოთამაშეები Call of Duty: Black Ops III-ის მიღებას შესძლებენ.