ცნობილი გახდა, თუ რა გაფართოებაზე იქნა გაშვებული Cyberpunk 2077 დახურულ კარს მიღმა

63 ნახვები

როგორც იცით ცოტახნისწინ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა მონაცემების მქონე კომპიუტერზე იქნა გაშვებული CD Projekt RED-ის თამაში Cyberpunk 2077, რომელიც დახურულ კარს მიღმა უჩვენეს ჟურნალისტებს, მაგრამ ინფორმაცია თამაშის გაფართოებაზე გაურკვეველი დარჩა.

ცოტახნისწინ კი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თამაშის სადემონსტრაციო ვერსია გაშვებული იყო რეალურ დროში და მუშაობდა full HD 1920х1080p გაფარტთოებაზე, თუმცა თავად კადრის ცვლის სიხშირეძე არაფერი უთქვამს. ჩვენებაზე დამსწრე ჟურნალისტმა კი აღნიშნეს, რომ თამაშის პროცესი სტაბილურად ხარვეზების გარეშე 30 კადრით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ თამაშში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და შესაძლოა თამაშის საფინალო ვერსიას შედარებით ნაკლები მონაცემების მქონე სისტემა ესაჭიროებოდეს.

კომპიუტერის მონაცემები კი რომელზეც თამაში იქნა გაშვებული ასე გამოიყურება

  • ძირითადი დაფა: ASUS ROG Strix Z370-I Gaming
  • ცენტრალური პროცესორი: Intel i7-8700K 3.70 GHZ
  • ვიდეო ბარათი: Nvidia GeForce GTX 1080Ti
  • ოპერატიული მეხსიერება: G.SKILL Ripjaws V 32 გბ
  • მყარი დისკი: Samsung SSD 960 PRO

რაც შეეხება თამაშის გამოსვლას. თამაშს სავარაუდოდ 2020 წლამდე ვერ ვიხილავთ.